ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აქტიურ სპორტში დაბრუნებული ზურაბ ზვიადაური თბილისის მსოფლიოს თასზე რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას, მეოთხედფინალში, სერბ დიმიტრი გერასიმენკოსთან მარცხის გამო გამოეთიშა, ბრინჯაოსთვის კი მოლდოველ ივან რემარენკოს შეხვდება.
ამავე წონით კატეგორიაში – 90კგ-ის ფინალში, ვარლამ ლიპარტელიანი და ლიტველი კაროლიჰ ბაუზა იჭიდავებენ.
81 კილოგრამსა და მძიმე წონაში ქართული ფინალები შედგება.
81 კგ-ში, ოქროს მედლისათვის, ავთანდინ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებენ, +100-ში კი, ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.
81 კგ-ში, კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ასასვლელად ბრძოლაში, ლევან წიკლაურის მოწინააღმდეგე იტალიელი ანტონიო ჩიანო იქნება.
100 კგ-ში ჩემპიონის ტიტულს, გერმანელი დიმიტრი პეტერსის ძლევაღა აშორებს იოსებ მსხალაძეს. რეპეშაჟის ფინალში კი, ირაკლი ქობლიანიძე უნგრელ ბალინტ ფარღაშს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყო.
ოთარ მაღლაკელიძე







