ფეხბურთი

13:54 | 21.03.2013 | ნანახია 627 - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: “საფრანგეთთან თამაში დამატებითი მოტივაციაა”

 

თურქული “ქაისეროსფორის” მცველის, ზურაბ ხიზანიშვილის თქმით, საფრანგეთის დონის ნაკრებთან თამაში, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა.

“ასეთ გუნდთან თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა კარიერა ისე დაასრულოს, რომ ასეთ გუნდთან თამაში არ მოუწიოს.  გუნდში განწყობა საუკეთესოა და ვემზადებით კარგი მატჩის ჩასატარებლად“ – იუწყება ხიზანიშვილის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველის ლევან ყენიას განცხადებით, გუნდი ყველაფერს გაიღებს, რომ სასურველიშ ედეგი აჩვენოს:

“ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშია. უკვე რამდენიმე დღეა ვემზადებით და ვაპირებთ, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. ყველაფერს ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენც მზად ვართ, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ“.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, სრული 24-კაციანი შემადგენლობით 20 მარტს ივარჯიშა. 21 მარტს, თბილისის დროით 22:30 საათზე, “სტად დე ფრანსზე” ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას ჩაატარებს. მასმედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული გუნდი ხსენებულ არენაზე ივარჯიშებს. 

ხუთშაბათს, ერთსაათიან პრესკონფერენციას საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგების წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო, ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) და თორნიკე ოქრიაშვილი (“ილიჩივეცი”) ვერ ითამაშებენ.

ფოტო gff.ge 

  


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:08 | 22.03.2013
shotamessi10 (5632)

კობიც გამოეძახა სადაც ხიზანაა ნაკრებში

21:12 | 21.03.2013
ficxela10 (4839)

ხიზანა შენი იმედი მაქ

20:02 | 21.03.2013
babubabu (17085)

იმედია ეს დამატებითი მოტივაცია დამატებით ქულას მოგვიტანს

18:20 | 21.03.2013
სავაშა'ს ბულკიN2 (363)

მიდით ბიჭებო....სადაც 86 წუთი გაუძელით ესპანეთს იქ საფრანგეთიდან ქულის წამოღებაც შეგვიძლია...გვჯერა თქვენი....თუ წაგება იქნება უბძოლველად არ წავაგებთ...ბიჩების მჯერა...მთავარია თავაწეულები გამოვიდეთ მოედნიდან და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ევროპას, რომ სან მარინოსთან და ასეთი დონის გუნდებთან შესადარებელი არ ვართ....საშუალო დონის გუნდად უნდა ვიქცეთ ევროპისთვის და 30.00 კუში არ უნდა მოგვცენ თუნდაც საფრანგეთთან ტოტალიზატორებმა და ფრანგებს 1.04-1.05 ... როდესაც იგივე ბელარუსთან 1.30-1.35 მიცეს ფრანგებს

17:12 | 21.03.2013
gionat (2245)

ობიქტურად რომ შევხედოთ შანსი არ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ხომ ხდება სასწაულები ხოდა მე პირადად მაგის იმედზე ვარ

16:59 | 21.03.2013
Deep Purple (36)

ყველა ყველასი,მაგრამ ხიზანას იმედი ნაღდად არ მაქვს,რაღაცას მაინც იფოკუსნიკებს...

კომენტარების რაოდენობას გადახედეთ,რა გჭირთ ხალხო,მაშინ წერეთ და თქვენთითონვე იკითხეთ,ან სუფრაზე ერთმანეთს მოუყევით((((((

16:41 | 21.03.2013
boka-80 (499)

იმედია ხიზანიშვილი უშეცდომოდ ითამაშებს,წარმატებები ბიჭებს

14:55 | 21.03.2013
jokua (3910)

ყენიას გოლი მინდა

14:37 | 21.03.2013
kabal29 (58)

დავაით ვიგებთთთთთთთთ

14:17 | 21.03.2013
g&m (561)

ყველას ვწერ ვინც ამ საიტზე შემოდის, ჩემო ქართველებო ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ, ღმერთმა გვარგუნა საცხოვრებლად ეს მიწა რომელსაც საქართველო ქვია, რომლისთვისაც ჩვენზე მაგარ ვაჟკაცებს სიცოცხლე გაუწირიათ, საქართველო იყოს ჩვენი საფიცარი, ვილოცოთ ღვთის წინაშე და ჩვენი სამშობლოს წინაშე, არ არსებობს სიცოცხლე იმაზე მეტი რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის არის შეწირული, ღმერთმა ყველას შეძლება მოგვცეს რომ სიცოცხლე ჩირადაც არ გვიღირდეს ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველო შენ ხარ საფიცარი ჩემი და ღმერთი ჩემი, გენაცვალეთ ყველას

10:04 | 22.03.2013
beso65 (2901)

ღმერთმა დაგლოცოს და გადღეგრძელოს.....

რა ხანია ასეთი კომენტარი არ წამიკითხავს.

18:08 | 21.03.2013
სავაშა'ს ბულკიN2 (363)

შენნაირად მოაზროვნე ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა... გენაცვალე მაგ სიტყვებში

15:11 | 21.03.2013
Dinamo Tbilisi 1925 (32)

შენი ჭირიმე, გენაცვალე გულში ჯიგარო ადამიანო ! მაგ სიტყვებით გაგვიმარჯოს !

0.121751