ჭადრაკი

15:53 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, აზმაიფარაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა 16 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სასტუმრო “პოლონია პალასში” გაიმართულ ევროპის ჭადრაკის ფედერაციების მიღებაზე მოხდა. 

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი (16.03.1960)

საერთაშორისო დიდოსტატი;

ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი;

ევროპის 2003 წლის ჩემპიონი (ერთადერთი ქართველი კონტინენტის ჩემპიონატის გამარჯვებული, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის);

1983; 1985 – მსოფლიოს ახლაგაზრდული ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

2002-2010 – ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების კომიტეტის წევრი;

2007-2012 – ასეანის ქვეყნების საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების მენეჯერი (სინგაპური);

2000-2004 – ევროპის საჭადრაკო კავშირის ბორდის წევრი;

1999-2004 – შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;

1998-2004 – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი;

ღირსების ორდენი კავალერი;

სპორტის რაინდი;

ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი;

ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო “ბოტვინიკის ხე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122346