22-23 მაისს, საცურაო კომპლექსი “ლაგუნა ვერე” მინი-წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს - “ზუკას თასი 2010”-ს უმასპინძელებს.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბელარუსის და ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრებები, ასევე, საქართველოს 5 საუკეთესო გუნდი. 22 მაისს შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, 23 მაისს კი - 15:00 საათიდან. დასწრება თავისუფალია.
ტურნირი მინი-წყალბურთში, რომელიც გარდაცვლილი ზუკა სახელაშვილის სახელს ატარებს, მე 4-ე წელია იმართება. ზუკა სახელაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მას მრავალ საერთაშორისო ტურნირში მიუღია მონაწილეობა. 1999 წელს, ქ. ტუაფსეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო მეკარის ტიტული.
“ზუკას თასს” საერთაშორისო სტატუსი ორი წლის წინ მიენიჭა.







