ფეხბურთი

18:35 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდს” ტყემალაძე დაუბრუნდა

ვალიკო ტყემალაძემ “ზუგდიდის” შემადგენლობაში ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ტყემალაძე, რომელიც ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება, გასულ ზამთარში თურქეთში შეკრების დროს დაშავდა და მას მერე არ უთამაშია.

მომავალ ტურში, “ზუგდიდი” განმუხურის სტადიონზე ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს და გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, რომეო კანკია ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111218