ფეხბურთი

18:20 | 19.11.2013 | ნანახია 2950 - ჯერ

“ზუგდიდს” გიორგი დარასელია გაუძღვება

 

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გახდა. ამის შესახებ “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

14 ნოემბერს “ზუგდიდის” თავკაცად კლიმენტი წიტაიშვილის ნაცვლად სერგო გაბელაია დანიშნეს. თუმცა, ზუგდიდის საკრებულოს მიერ კლუბის დირექტორის პოსტიდან მალხაზ ჭეჟიას დათხოვნის შემდეგ, გუნდს მთავარი მწვრთნელი კვლავ შეეცვალა.

დარასელია ბოლოს ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” წვრთნიდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. ამის შემდეგ, მას არსად უმუშავია და ამჯერად, შეეცდება, რომ “ზუგდიდმა” უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. მან გუნდი პირველად სამშაბათს ავარჯიშა, ხოლო ოფიციალურად ეროვნული პირველობის მომდევნო ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩამდე წარადგენენ.

ფოტო: FCZUGDIDI.GE



კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:34 | 20.11.2013
n.a. (793)

ეს კაცი იმ მდგომარეობაში არ ჩამოვიდოდა რა მდგომარეობაშიც ეხლა არის გუნდი და კარგი იქნება თუ ჟურნალისტები დააზუსტებენ და მოგვაწვდიან ინფორმაციას რა ხდება ამ გუნდის თავს და თუ არის რაიმე სასიკეთო ძვრები დაფინანსების ან სპონსორის შესახებ.

11:32 | 20.11.2013
lado (1613)

სად ხართ დილას ის გულშემატკივრები თავის დროზე რომ ამტკიცებდით დარასელია აქედან იმიტომ წავიდა რომ დინამო თამაშებს აწყობდა და კაცს მუღამი დაუკარგეს აქ მუშაობისო??

07:55 | 20.11.2013
anaklya (176)

ჩამოდი ჯიმა? ძალიან მაგარი ამბავია. ამას ალბათ "დილაც" დაურეკავდა, მაგრამ იქაურ სიტუაციას ზუგდიდური არჩია. აქაური მიწაწყლისაა და ერთად შეძლებენ ძირიდან თავის დაღწევას. წარმატებები

03:32 | 20.11.2013
the mentalist (22583)

საგოლ ეს კაი ამბავია

22:32 | 19.11.2013
რაჭა (10043)

დარასელიას მისვლა ზუგდიდში ვის არ გაუხარდება, მაგრამ ფინანსურად რა მდგომარეობაა უკეთესობისკენ იცვლება რამე???? ეს დედა აფეთქებული 2-3 ზუგდიდელი მილიონერი რუსეთში დააბოტებს (ერთი სარატოვში), რა გახდა სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდეს გუნდი, საკუთრებაში გადაეცეს სტადიონი და ინფრა სტრუქტურა (როგორიც არის), ცოტა შეღავათი საგადასახადო კუთხით, როგორც კომფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რაიონს და მორჩება ამდენი წვალება

21:41 | 19.11.2013
MER-100 (2)

წარმატებები ზუგდიდს ! ! !

22:14 | 19.11.2013
gogga78 (901)

შენც

20:38 | 19.11.2013
gogga78 (901)

ცოტა გასაკვირია ასეთი ამბიციების მწვრთნელი ზუგდიდში რო წავიდა..

20:20 | 19.11.2013
gujakakhadze (169)

ერთი კარგი ამბავიც გავიგე. გილოცავთ!!!! "ზუგდიდი" ზედა ექვსეულში მინდა!

02:57 | 20.11.2013
mushni (93569)

კაია

03:33 | 20.11.2013
the mentalist (22583)

მოკლედ თუ სადმე იწერება ყველგან შენი კომენტარებია ასე რაფერ დაგეწევი ან გადაგისწრებ მე შენD:

20:02 | 19.11.2013
tankred (748)

მოკლედ, ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ვერ გავუგე ვერაფერი. თუ ფინანსები არა აქვთ, საიდან მოყავთ ასეთი მწვრთნელი???

19:30 | 19.11.2013
matri (2779)

ფინანსური სიტუაცია არ გამოსწორებულა გუნდში და რამდენი მწვრთნელიც არ უნდა გამოცვალოთ შედეგი იგივე იქნება.

19:27 | 19.11.2013
mushni (93569)

კარგია ყოჩაღ ძუკუს

19:26 | 19.11.2013
arturi-baierni (24493)

ეს კაცი ქუთაისში მინდოდა მაგრად შევეწყობოდით ერთანეთს წარმატებები დარასა

22:38 | 19.11.2013
რაჭა (10043)

ქუთაისს მშვენიერი მწვრთნელი ყავს...ბევრსაც მიახწევენ თუ რაღაც ქართული ვირეშმაკობა არ გათამაშდა

02:57 | 20.11.2013
mushni (93569)

ხო რაააა

19:05 | 19.11.2013
zarzuela (846)

Gtxovt raa dzmeboo, moitsonet raa.. chemi megobaria da chirdebaa.. didi madlobaa..
0?'>http://www.youtube.com/watch?v=_8-F9XxoxCg':'>http://www.youtube.com/watch?v=_8-F9XxoxCg'))

0.1201