ოთხშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ქობულეთში “გურიამ” “ზესტაფონთან” წააგო. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელები წინა ტურშიც დამარცხდნენ. განმუხურში კი აუტსაიდერმა “ზუგდიდმა” შოთა ლომიას გოლით “მეტალურგს” სძლია და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ეს ზუგდიდელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ახალი დამრიგებლის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით.
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)
19 დეკემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 2:2
მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი)
19 დეკემბერი. სამტრედია. ცენტრალური. 14:00
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 2:4
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)
19 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:4
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი)
19 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:3
1 | დინამო | 17 | 12 | 3 | 2 | 40:13 | 39 |
2 | ჩიხურა | 17 | 10 | 4 | 3 | 34:21 | 34 |
3 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
4 | დილა | 17 | 7 | 6 | 4 | 23:15 | 27 |
5 | სიონი | 17 | 7 | 5 | 5 | 21:18 | 26 |
6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
8 | ტორპედო | 17 | 6 | 4 | 7 | 19:19 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 17 | 6 | 4 | 7 | 20:23 | 22 |
10 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
11 | სპარტაკი | 16 | 4 | 1 | 11 | 13:24 | 13 |
12 | მერანი | 17 | 4 | 1 | 12 | 14:34 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)