ფეხბურთი

22:01 | 11.02.2014 | ნანახია 1980 - ჯერ

“ზუგდიდმა” “უნივერსიტატიასთან” 0:1 წააგო

 

“ზუგდიდმა” თურქულ ბელეკში, “კაია პალას რეზორტსის” მოედანზე ტესტ-მატჩი გამართა რუმინული კრაიოვას “უნივერსიტატიასთან” და 0:1 წააგო. კრაიოვას გუნდი რუმინეთის ლიგა2-ის ლიდერია – რამდენიმე წლის წინ ფინანსური კრიზისის გამო ჩავარდა, თორემ ზოგადად, ბუქარესტული კლუბების შემდეგ, ყველაზე ტრადიციული გუნდია.  

“ზუგდიდის” შემადგენლობა: ქვილითაია (ზარქუა 46), კანკია (მჭედლიშვილი 85), მირცხულავა, აფაქიძე, ჯავაშვილი, შალიკაშვილი (ნიკა ქირია 77), კირკიტაძე, სიხარულია (ქებაძე 72), შოთა ლომია (სამუშია 60), გუგუჩია (ბულია 73), კავალიაუსკასი (ლინკოლნი 46).

“ზუგდიდის” სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ლინკოლნი 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელია, რომელიც გასინჯვაზეა გიორგი დარასელიას გუნდში.

კერვალიშვილმა თამაშზეც გვითხრა: “უპირატესობა გვქონდა და საწყენი იყო ასეთი მატჩის წაგება. არ ვაჭარბებ, რუმინელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ჩვენს კარში. კირკიტაძეს ორჯერ ჰქონდა შანსი, ასევე, გუგუჩიას გაუცუდდა მომენტი. მეორე ტაიმის დასაწყისში სიხარულიას დარტყმული მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია. მეორე ნახევრის შუაში სომეხ არბიტრ გევორქ ეგოვიანს პენალტის დანიშვნაც მართებდა გუგუჩიას წაქცევისთვის, თუმცა ასე არ მოიქცა. მთლიანობაში, თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა”.

85-ე წუთზე კანკიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, თუმცა წინასწარი შეთანხმების თანახმად, შეცვლა დასაშვები იყო და კანკიას ნაცვლად, მჭედლიშვილი შევიდა. რუმინელთაგან 3 ფეხბურთელი გააფრთხილეს.

ეს “ზუგდიდის” პირველი მატჩი იყო თურქეთში. მომდევნო შეხვედრა რუსეთის პირველლიგელ კალინინგრადის “ბალტიკასთან” გაიმართება – 13 თებერვალს თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:35 | 13.02.2014
juzeppe (3)

ზუგდიდელის რა უგავს ამას?

12:07 | 12.02.2014
ს.კ ზუგდიდი (4)

okocha (62)

00:05 | 12.02.2014
ogafa (10211)

ზუგდიდი მაინც ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება

23:23 | 11.02.2014
junglebi vart TORPEDOSTVIS (122)

კირკიტაძე მაგარი დაიმატენ.

22:47 | 11.02.2014
okocha (115)

ეს მაგარი ვიცით ვაჯობეთ მარა ცავაგეთ;D

22:46 | 11.02.2014
okocha (115)

ეს მაგარი ვიცით ვაჯონეთ მარა ცავაგეთ

22:45 | 13.02.2014
ზვიად გაბედავა (4)

და რა გინდა?

22:41 | 13.02.2014
ზვიად გაბედავა (4)

შენ ვინ ხარ?

0.178957