ფეხბურთი

12:22 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” ამხანაგურში წალენჯიხის “სქურს” აჯობა

“ზუგდიდმა” სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და “რუხის” ბაზაზე პირველლიგელ წალენჯიხის “სქურს” 3:0 მოუგო. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” პრესსამსახური იუწყება.

ოთარ თუთბერიძისა და კლიმენტი წიტაიშვილის სამწვრთნელო დუეტმა განვლილ სპარინგში “ზუგდიდი” ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

მამალაძე, აქუბარდია, მირცხულავა, ზვიად კვარაცხელია, აფაქიძე, სიხარულია, ხუბუა, შოთა ლომია, კუკავა, გუგუჩია, ეხვაია

შეცვლაზე შევიდნენ: კეკელიძე, კანკია, წურწუმია, ახალია, სანდრო კვარაცხელია, როინ ონიანი, პაჭკორია, ჩანგელია, ლევან აკობია, ჭრელაშვილი.

“სქურმა” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

 ჯოლოგუა, ბოჯგუა, ყურუა, მიქენაია, ზ.ქვარცხავა, ხოჯანაშვილი, კალანდია, სართანია, ფურთუხია, მორგოშია, რაფავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ყალიჩავა, სოსელია, შონია, კვირკვია, სორდია, ღარიბაშვილი, ქარდავა

მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში ლუკა გუგუჩუამ გახსნა. 49-ე წუთზე, ირაკლი ეხვაიამ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 72-ე წუთზე, წერტილი სანდრო კვარაცხელიამ დასვა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125638