ფეხბურთი

14:24 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” ვარჯიშს იწყებს და ახალწვეულებს არჩევს: რუმინელს ელიან

გიორგი დარასელიას “ზუგდიდი” დღეს დაიწყებს ვარჯიშს. წვრთნები “ბაიას” ბაზაზე იქნება, ხოლო 8 ან 9 თებერვალს გუნდი ანთალიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 4 ტესტ-მატჩს გამართავს.

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც სეზონის პირველ ეტაპზე ითამაშეს, 14 კაცია დარჩენილი: მეკარე ტურავა, მირცხულავა, აფაქიძე, კანკია, ქვარცხავა, სიხარულია, გუგუჩია, ლომია, ფარჯიკია, შალიკაშვილი, ადამაშვილი, ქირია, პაჭკორია, ბულია.

დანარჩენი მოთამაშეები “ზუგდიდში” აღარ არიან, სამაგიეროდ, ბევრი ახალი ფეხბურთელი ისინჯება და მათი რიცხვი მოგვიანებით შეიძლება შემცირდეს, შეიძლება – გაიზარდოს. “ზუგდიდში” ლეგიონერებზეც ფიქრობენ და შობის შემდეგომ დღეებში რუმინელ ფეხბურთელს ელიან. მისი სახელი და გვარი ჯერ არ ხმაურდება.

აქვე ვთქვათ, რომ “ზუგდიდის” წლიური ბიუჯეტი 800 000 ლარია. ასე დაამტკიცა ქალაქის საკრებულომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110065