“ზუგდიდი”, რომელიც მომავალი სეზონისთვის “რუხის” ბაზაზე ემზადება, მორიგ ამხანაგურ მატჩს 1 აგვისტოს ჩაატარებს. ამის შესახებ ამავე საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ზუგდიდელთა მომავალი მეტოქე მარტვილის “მერანი” იქნება. თამაში “რუხის” ბაზაზეა დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის შემთხვევაში, შესაძლოა, “ბაიას” ბაზაზეც შედგეს.
“მერანთან” სპარინგის შემდეგ, “ზუგდიდი” პირველ ლიგაში დაქვეითებულ ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ პერიოდში “ზუგდიდმა” ჯერ ერთი ამხანაგური ჩაატარა და ლანჩხუთის “გურიასთან” 0:1 წააგო.