ფეხბურთი

15:07 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზორან ბარიშიჩი: “გვსურს, მომავალ კვირაში საქართველოში გამარჯვებულები ჩავიდეთ”

ვენის “რაპიდის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა განაცხადა, რომ უეფას ევროპის პლეი ოფის პირველ მატჩში, შინ, გორის “დილა” აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

“გორის “დილა” 5-3-2 ტაქტიკით მოქმედებს და ძალიან კომპაქტურად თამაშობს. “დილა” “ასტერასზე” კარგი გუნდია. დაცვაში საიმედოდ გამოიყურება და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადის. გვინდა ისე ვითამაშოთ, რომ მომავალ კვირაში საქართველოში გამარჯვებულები ჩავიდეთ”.

“რაპიდის” თავკაცს არ გადაუწყვეტია ათამაშებს თუ არა ამერიკელ ფორვარდს ტერენს ბოიდს, რომელსაც მხარი ჰქონდა ამოვარდნილი:

“მართალია, ის უკვე ვარჯიშობს, მაგრამ 100 პროცენტით მზად არაა. მოვითათბირებთ და გადავწყვეტთ მას გამოვიყენებთ თუ არა”.

ავსტრიელთა მცველმა მარიო სონლეიტნერმა განაცხადა, რომ “რაპიდმა” სრული კონცენტრაციით უნდა ითამაშოს:

“ველით, რომ მეტოქე დაცვიდან ითამაშებს. თუმცა, ის კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ძალიან კონცეტრირებულნი უნდა ვიყოთ. გორის “დილას” შესახებ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და შესამაბისად მეტოქის სისუსტეები ვიცით. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კიდევ ერთი შანსი გვაქვს, რომლის გამოყენებაც გვსურს. მნიშვნელობა არ აქვს რომელ მეტოქეს შევხდით. ჩვენ ევროპის ლიგის ბანერს ვხედავთ და უბრალოდ, გამარჯვება გვსურს”.

“რაპიდის” სპორტული დირექტორი ჰელმუტ შულტე “დილასთან” დაპირისპირებას საინტერესოდ მიიჩნევს:

 “ყოველთვის საინტერესოა დაპირისპირება მეტოქესთან, რომელიც არცთუ ცნობილია. ჩვენ გამარჯვება გვსურს, რომ საპასუხო მატჩს კარგ მდგომარეობაში შევხდეთ”.




 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115383