საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, პირველ ორ ადგილზე მყოფმა გუნდებმა აქტივში 3-3 ქულა ჩაიწერეს. ოროვე მათგანი ევროტურნირების საგზურებისთვის მებრძოლ გუნდს დაუპირისპირდა. პსჟ-მ „სენტ ეტიენს“ სძლია, ხოლო „მონაკომ“ უქულოდ „ლიონი“ დატოვა.
პარიზში გამართული მატჩის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე მათგანის ავტორი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა თავდამსხმელმა, მე-14 წუთზე, საშუალო დისტანციიდან დაარტყა, ხოლო 41-ე წუთზე, კავანის გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან შეხვედრას წერტილი დაუსვა.
„მონაკო“, ლიონში, ორბურთიანი სხვაობით 2-ჯერ იგებდა და მართალია, მასპინძლებმა ჩამორჩენის ერთ გოლამდე შემცირება ორივეჯერ მოახერხეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მათთვის მიუღწეველ მისიად დარჩა. თამაშის გმირად დიმიტარ ბერბატოვი მოგვევლინა, რომელმაც ჯერ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი, მასპინძელთა კარი თავადაც აიღო.
მონპელიე-ბორდო 1:1 (1:1)
მონპელიე, “ლა მოსონი” 14018
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანჟი, ილტონი, კონგრი, ტიენე, სტამბული, სანსონი, მარვო (კამარა 46), კაბელა, მუნიე (მარტინი 81), მონტანიო (ნიანგი 48)
მწვრთნელი: როლან კურბისი
ბორდო (4-2-3-1): ოლიმპა, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, ბიოგო პოკო, სერტიჩი, როლანი (ოარო 74), სევე, მორის ბელე, ჟუსიე (კააბუნი 86)
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო
გოლები: 0:1 ენრიკე (24), 1:1 ილტონი (54)
გაფრთხილებები: მარვო 38, ილტონი 64 - ენრიკე 31, ჟუსიე 60, ბიოგო პოკო 72
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12 (3)-10 (4), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 11-23.
ლიონი-მონაკო 2:3 (1:2)
ლიონი, “ჟერლანი” 35062
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, ბისევაცი, უმტიტი (კონე 10), ბედიმო, გონალონი, ფოფანა (გურკუფი 53), მვუემბა, ფერი (გომისი 72), ლაკაზეტი, ბრიანი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, იზიმატ-მირინი, კურზავა (რაგი 49), ობადი (პი 71), მოუტინიო, როდრიგესი, კონდოგბია, ბერბატოვი (რივიერი 70), ჟერმენი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლები: 0:1 ჟერმენი (4), 0:2 როდრიგესი (27), 1:2 ბრიანი (32), 1:3 ბერბატოვი (52), 2:3 ბრიანი (78).
გაფრთხილებები: ლაკაზეტი 31 - იზიმატ მირინი 57, კონდოგბია 72, კარვალიო 90+3, რივიერი 90+4.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 15 (3)-9 (4), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-1, ჯარიმა: 10-20.
პსჟ-სენტ ეტიენი 2:0 (2:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45614
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, კაბაიე (ვერატი 62), მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (ლუკასი 62).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, ზუმა, სალი, პერინი, ტრემულინა, კლემენი (ლემუანი 68), ტაბანუ (ერდინგი 56), გილავოგი, კონე (ამუმა 79), ბრანდაო, მოლო.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 1;0 იბრაჰიმობიჩი (14), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (41).
გაფრთხილებები: კაბაიე 57 - ბრანდაო 23, პერინი 85, მოლო 90+5.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (3)-14 (6), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-1, ჯარიმა: 14-17.