ფეხბურთი

22:19 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა ფარერების ფეხბურთელებს “მეთევზეების ნაკრები” უწოდა

ფარერების კუნძულების ნაკრების თავდამსხმელი სიმუნ ეილერ სამუელსენი მის გუნდსა და შვედეთს შორის გამართულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქმედებამ გააკვირვა. როგორც ირკვევა, ზლატანმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. ის ფარერების კუნძულების ნაკრებს “მეთევზეების ნაკრებს” უწოდებდა და არც საკუთარი ხელფასით თავის მოწონებას ერიდებოდა.

“დიახ, ჩვენ თევზაობით ვართ დაკავებულნი. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. რა არის ამაში განასაკუთრებული?

ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არ გვესმის, რატომ იყო ის თამაშის დროს ასეთ ცუდ განწყობაზე.

მუშაობას საღამოს 4 საათზე ვამთავრებთ და სავარჯიშოდ მივდივართ. ვთამაშობთ თავდადებით და პატიოსნად. არასდროს გვიცდია ვინმე დაგვემცირებინა, როგორც იბრაჰიმოვიჩმა ეს ჩვენს შემთხვევაში გააკეთა. ფარერები პატარა ქვეყანაა და უფრო მეტად გასაკვირია, რომ მან სწორედ ჩვენი შეურაცხყოფა მოინდომა. არ მესმის, რატომ იქცეოდა ის ასე.” – აცხადებს სამუელსენი, რომელიც შვედეთში გამრათულ მატჩში, მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

შვედეთსა და ფარერებს შორის გამართული შეხვედრა 2:0 დასრულდა. ორივე გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

0.115832