ფეხბურთი

0:30 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის მორიგი შედევრი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი შედევრების კოლექციას კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი შეჰმატა. პსჟ-სა და „ბასტიას“ შორის გამართულ მატჩში, კარიდან 7 მეტრში, 2 მეტოქეს შორის მოქცეულმა ზლატანმა ტერფის გარე ნაწილით დაარტყა და ანგარიში გახსნა. ეს მე-10 წუთზე მოხდა, ხოლო სამ წუთში, იბრამ ლუკას მოურას ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა და დუბლი გაიფორმა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, იბრაჰიმოვიჩი კავანიმ შეცვალა, რომელმაც ასევე 2 ბურთი გაიტანა. ურუგვაელის პირველი გოლიც ეფექტური გამოვიდა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოში შესულმა კავანიმ ჯერ 2 მცველი, შემდეგ კი მეკარე უსაქმოდ დატოვა და მახვილი კუთხიდან, ცარიელ კარში გაიტანა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე, ლანდრომ დინე საპენალტედ წააქცია და 11 მეტრიდან დარტყმით, კავანიმ პირველი პარიზული დუბლი გაიფორმა.

პსჟ ლიგა ერთის ერთადერთი გუნდია, რომელმაც შაბათს საკუთარ კედლებში მოიგო. 3 ქულის შინ აღება ვერც „რენმა“ მოახერხა, რომელიც „ვალანსიენს“ 2 ბურთით უგებდა. საბოლოოდ, აქამდე 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და ზედიზედ მე-2 ფრე ითამაშეს.

ზედიზედ მე-4 თამაშის მოგებით თავი საუკეთესო ოთხეულში ამოჰყო „ნანტმა“, რომელმაც ბოლოდან მე-4 პოზოციაზე მყოფ „აიაჩოს“ მინიმალური სხვაობით სძლია.

 

პსჟ-ბასტია 4:0 (2:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45802

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე (ვან დერ ვილი 66), ალექსი, მარკინიოსი, დინე, ლუკასი, მატუიდი, რაბიო, ონგენდა, იბრაჰიმოვიჩი (კავანი 46), მენესი (მაქსველი 70).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი, მოდესტო, არეკი, პალმიერი, კაუზაკი, რომარიკი, კრასიჩი (ილანი 73), ბუდებუზი, კაზრი (მაულიდა 82), ბრუნო (კეზერუ 55).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (10), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (13), 3:0 კავანი (62), 4:0 კავანი (89, პენ).

გაფრთხილებები: პალმიერი 30, ლანდრო 87.

მსაჯი: ბართოლომო ვარელა.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 19 (9)-10 (2), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 9-14.

 

აიაჩო-ნანტი 0:1 (0:0)

აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 6460

აიაჩო (4-1-4-1): ოჩოა, ბონარი, ზუბარი, პეროცო, კრესჩენზი, ანდრე, კავალი (მუტუ 33), პედრეტი, გონსალვესი, პოპესკუ, არაში (კამარა 24).

მწვრთნელი: ფაბრიციო რავანელი.

ნანტი (4-2-3-1-): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, დო, ტურე, ნიკოლიტა, ვერეტო (ბედოია 80), გაკპე (ბესატი 59), ჯორდევიჩი (არისტიგიეტა 88).

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

გოლი: 0:1 ბედოია (88).

გაფრთხილებები: კავალი 13, ზუბარი 49 - ჯილობოჯი 14, ალჰადური 27, ვისკარონდო 64.

მსაჯი: ბენუა მილო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 5 (3)-12 (5), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 18-16.

 

ევიანი-გენგამი 1:2 (1:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 8620

ევიანი (4-4-2): ჰანსენი, ვასი, მონგონგუ, ანგულა, საბალი, ნ’სიკულუ (ბუია 78), კამბონი, სორლინი, ბენეზე, ბერიგო (ნისტორი 72), სუგუ (ესკობარი 81).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

გენგამი (4-1-2-3-): ასემბე, სანკოჰი, კერბატი, სორბონი, ლემეტრი, დიალო, ატიკი, ჟირესი, ბოვუ (ლანგილი 63), დუნიამა (ლევეკი 78), მანდანი (ვივიანი 84).

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენე.

გოლები: 1:0 ბენეზე (25), 1:1 ჟირესი (73), 1:2 დუნიამა (78).

გაფრთხილებები: ანგულა 37, მონგონგუ 41.

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (2)-10 (6), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 4-1, ჯარიმა: 17-12.

 

მონპელიე-ლილი 0:1 (0:1)

მონპელიე, “ლა მოსონი” 13990

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, ჟებუ, კონგრი, ილტონი, ელ კაუტარი, მარვო (მარტინი 40), სტამბული, ბაკარი (დეზა 76), კაბელა, ტინანი (ერერა 65), კამარა.

მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, როზენალი, სუარე, მავუბა, ბალმონი, როდელინი (მეიტე 59), გუეიე, კალუ (ორიჟი 69), რუ (დელაპლასი 86).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლი: 0:1 სუარე (5).

გაფრთხილებები: ბალმონი 26, კიაერი 36, ბერია 83.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (4)-8 (2), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 8-17.

 

რენი-ვალანსიენი 2:2 (1:0)

რენი, “რუტ დე ლორიანი” 16855

რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, არმანი, მ’ბენგი, ბაკაიოკო (კონდრასენი 77), პაჟო, კადირი, ფერე (უნო 79), პიტროიპა, ალესანდრინი (საიდი 77).

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, მასუაკუ, კაგელმახერი, როზი (ანგუა 45+1), ნერი, და სილვა, დუმბია, დოსევი (საესი 81), მელიკსონი (ნგეტე 76), ბაებეკი, ლე ტალეკი.

მწვრთნელი: არიელ იაკობსი.

გოლები: 1:0 კადირი (7), 2:0 კადირი (50), 2:1 ლე ტალეკი (65), 2:2 და სილვა (73).

გაფრთხილებ: მ’ბენგი 64.

მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (5)-13 (7), კუთხური: 1-9, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-3, ჯარიმა: 7-12.

0.116162