ფეხბურთი

2:50 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ჰეთ თრიქით დაბრუნდა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, „პარი სენ ჟერმენმა“ აქამდე წაუგებელი „სენტ ეტიენი“ მიწასთან გაასწორა, რაშიც დიდი წვლილი პარიზელთა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ითამაშა. მოედანზე დაანონსებულზე ერთი თვით ადრე დაბრუნებულმა შვედმა პირველივე თამაშში 3 გოლი გაიტანა.

ზლატანმა ჯერ მაქსველის ჩაწოდებით იხეირა, შემდეგ მეტოქე გუნდის მცველს შეცდომა არ აპატია, ბოლოს კი გარჯა ვერატის დაუფასა.

სანამ იბრა გოლების გატანას დაიწყებდა, ანგარიში კურიოზულ სიტუაციაში გაიხსნა. „სენტ ეტიენის“ მეკარემ, სტეფან რუფიემ თანაგუნდელის მიერ დაგორებულ ბურთს მიმართულება ისე შეუცვალა, რომ მას ადგილი საკუთარ კარში მიუჩინა.

თავი ედინსონ კავანიმაც გამოიჩინა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან ზუსტად დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა.

 

ბორდო-ბასტია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტალო (18), 1:1 როლანი (79)

 

მეცი-ლიონი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (68), 1:1 ნ’გბაკოტო (82), 2:1 ფალკონი (87)

 

პსჟ-სენტ ეტიენი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 რუფიე (24, ს.კ.), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (41), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (62), 4:0 კავანი (63), 5:0 იბრაჰიმოვიჩი (72)

0.159645