ფეხბურთი

14:31 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიკო: “თანამედროვე ხედვას ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი ეწირება”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ზიკოს აზრით, თანამედროვე ფეხბურთში შეინიშნება ტენდენციები, როდესაც პირველ ადგილზე არა ფეხბურთელის ოსტატობას, არამედ ფიზიკურ მონაცემებს აყენებენ. ვეტერანმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ბავშვთა გუნდების მწვრთნელებიც კი უკვე ფიზიკური კონდიციებით არჩევენ ფეხბურთელებს. მაგალითად, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშის შერჩევისას ისინი მაღალ და დაკუნთულ ბავშვს ანიჭებენ უპირატესობას გაცილებით ნიჭიერ, ტექნიკურ, მაგრამ ტანმორჩილ ბავშვთან შედარებით. იგივეს ვიტყვი სხვა პოზიციებზეც. შედეგად ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშგარეში რჩება და ვინ იცის, რამდენ ვარსკვლავს ვკარგავთ” – განაცხადა ზიკომ. 

 

0.132908