ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ზიკომ 1982 წლის მუნდიალი გაიხსენა და ისეთი რამ თქვა, რაც იტალიელებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ. როგორც იცით, იმ ჩემპიონატზე ზიკოს გუნდმა იტალიასთან 2:3 წააგო და მუნდიალს გამოეთიშა.
“ვფიქრობ, იტალიის ჩემპიონობამ ნეგატიურად იმოქმედა ფეხბურთზე. რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ჩვენთან შეხვედრაში მუდმივად უხეშობდნენ, ფეხებში გვირტყამდნენ. ჩვენი მწვრთნელი ტელე სანტანა კი, ასეთ ფეხბურთს არ აღიარებდა, ლამაზ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. კარგი ფეხბურთი გააცოცხლა “ბარსელონამ” და ხოსეპ გვარდიოლამაც თქვა, რომ ბევრი რამ ბრაზილიური ფეხბურთისგან ისწავლა”, – განაცხადა ზიკომ Globo-სთან საუბარში.









