ფეხბურთი

17:55 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდის "კასტილიას" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს სამუშაო ლიცენზიის უქონლობის გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

როგორც ირკვევა, ფრანგ ახალბედა მწვრთნელს "კასტილია" ისე ჩააბარეს, რომ მას ასაკობრივი გუნდების გაწვრთნისათვის განკუთვნილი მესამე დონის ლიცენზია არ ჰქონდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, თუ როგორ არ იცოდა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ აღნიშნულის შესახებ.

ესპანეთის მწვრთნელთა ეროვნული ასოციაცია აღნიშნულ საქმეს იძიებს და თუ ზიდანს სამუშაო ლიცენზიის არქონა დაუმტკიცეს, ლეგენდარულ ფეხბურთელს 6-თვიანი უქმობა მოუწევს.

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114139