ფეხბურთი

13:10 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა შესაძლოა, “მონაკო” ჩაიბაროს

“მონაკოდან” მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის წასვლის შემდეგ კლუბს სათავეში შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზინედინ ზიდანი ჩაუდგეს. რამდენიმე ფრანგული სპორტული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანის კანდიდატურა “მონაკოს” მფლობელ დიმიტრი რიბოლოვლიოვს ყველაზე მეტად მოსწონს. ტრანსფერის განხორციელებას კი სავარაუდოდ 2015 წლის ზაფხულისთვის გეგმავს, მას შემდეგ, რაც რანიერისთან მოქმედ კონტრაქტს ვადა ამოეწურება.

ამჟამად “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ “პარი სენ-ჟერმენს” 13 ქულით ჩამორჩება. ზინედინ ზიდანი კი მადრიდის “რეალის” მწვრთნელთა შტაბში მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113378