მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან საუბრისას დაადასტურა, რომ თანახმაა, “რეალში” სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყოს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი სავარაუდოდ ახალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.
ესპანური პრესის ცნობით, ზიდანის სურვილმა პერესი ძალიან გაახარა, ოღონდ პრეზიდენტს სურს, რომ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა მწვრთნელობასთან ერთად სპორტული პროექტების გაძღოლაც შეითავსოს.