ფეხბურთი

20:26 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა მუნდიალის სამი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა ზინედინ ზიდანმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან 2014 წლის მუნდიალის მოლოდინის შესახებ ისაუბრა. პროგნოზიც გააკეთა და ბევრისთვის გასაკვირად ფავორიტთა შორის ესპანეთის ნაკრები არ დაასახელა.

“ძალიან კარგ ჩემპიონატს ველოდები. ჩემი აზრით, ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტები ბრაზილია, არგენტინა და გერმანია იქნებიან. ამ სამი ქვეყნის ნაკრებები ყოველთვის სხვებზე მაღლა დგანან. ამ შემთხვევაში კი უპირატესობა ბრაზილიელთა მხარესაა, რომელსაც საკუთარი კედლების ფაქტორიც დაეხმარება” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

0.135279