ფეხბურთი

18:37 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანით "იუვენტუსიც" დაინტერესდა

 

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ზინედინ ზიდანით დაინტერესდა და მას ანტონიო კონტეს შემცვლელად მოიაზრებს.

ოფიციალური განცხადება კლუბის ხელმძღვანელებს ჯერ არ გაუკეთებიათ. უკვე ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ასევე ფრანგული მედიის ცნობით, "ბორდო" ყოფილ ფეხბურთელთან თანამშრომლობას აპირებს (ზიდანი “ბორდოში” 1992-1996 წლებში თამაშობდა) და ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი ტურინულ კლუბში 5 სეზონი თამაშობდა და 2001 წელს მადრიდის "რეალში" 73 მილიონ ევროდ გადავიდა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116592