ფეხბურთი

21:11 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის წინადადება პოგბას

France Football-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ზინედინ ზიდანი ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს პოლ პოგბას დაუკავშირდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა შესთავაზა. პოპულარული გამოცემის ინფორმაციითვე სატელეფონო საუბრის ინიციატორი “ზიზუ” გახლდათ, თუმცა, რა პასუხი მიიღო პოგბასგან, უცნობია.

კარლო ანჩელოტი და ზიდანი ჩაბი ალონსოს საუკეთესო შემცვლელად პოგბას თვლიან. რამდენიმე ხნის წინათ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, პოლს ვერ შეველევითო, თუმცა, მიმომხილველთა აზრით, თუკი „ბლანკოსი“ „ბიანკონერის“ პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს შესთავაზებს, შესაძლოა ტურინელები მადრიდელთა შეთავაზებას დაჰყაბულდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113503