როგორც იცით, ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, 17 წლის ენცო ზიდანი მადრიდის "რეალის" ჭაბუკთა გუნდში თამაშობს. "რეალის" ასაკობრივი გუნდი ყატარშია და ტურნირის ერთ-ერთ მატჩში, ადგილობრივ გუნდთან, ენცო მე-9 წუთზე გააძევეს. "რეალმა" ის თამაში 4:2 მოიგო.
ენცო ზიდანი მეტოქის ფეხბურთელს შეეჯახა, ორივენი წაიქცნენ და მადრიდელმა ფეხები უთავაზა. მართალია, არც მეტოქე იყო "უბრალო", მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ენცო გააძევა.
ისე, ზინედინსაც გაუკეთებია ამგვარი რამ, თანაც, არაერთხელ.
ვიდეო
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=lsqKEK5SRLQ







