ზინედინ ზიდანი, ოფიციალური წარმომადგენლის რანგში დაესწრო უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მადრიდის “რეალსა” და პსჟ-ს შორის. ჭაბუკმა რეალელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მათ რიგებში ნახევარ საათს ითამაშა უმცროსმა ზიდანმა – ენცომ, რომელსაც ესპანეთში ენცო ფერნანდესად მოიხსენიებენ. “რეალმა” რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრა მატჩი, მას შემდეგ, რაც 55-ე წუთზე უხეშობისთვის ჰექტორ მარტინესი გააძევეს.
ჭაბუკი ზიდანი 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ადრე ის “იუვენტუსის” სკოლაში ვარჯიშობდა, მაგრამ მამის სამეფო კლუბში გადაბარგების შემდეგ, “რეალში” გააგრძელა მეცადინეობა.
თებერვლის ბოლოს ის საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს, რამაც უფროსი ზიდანი ერთობ გაახარა. თუმცა, ენცოს თურმე საფრანგეთის გარდა, უფლება ჰქონია ესპანეთის, ანდა სულაც ალჟირის ნაკრები აირჩიოს, სადაც მას პაპა და ბებია ჰყავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია