ფეხბურთი

13:06 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი “რეალის” რეზერვს მოამზადებს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ესპანეთის სეგუნდა ბ-ში გავარდნილ “რეალ მადრიდ კასტილიას” უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.

“ზიზუს” მთავარ მწვრთნელობას მისი ყოფილი კლუბი “ბორდო” სთავაზობდა და სხვა ვარიანტებიც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ფრანგმა გამოცდილების დაგროვება განიზრახა. ჯერჯერობით, ზიდანი ნაკლებად სერიოზულ დონეზე იმუშავებს.

რამდენადაც ცნობილია, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზიდანის პირველი გუნდის მთავარმწვრთნელობა სურს და ფრანგს სწორედ ამ პოსტისთვის ამზადებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128359