ფეხბურთი

13:11 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “მთავარ მწვრთნელად სამუშაოდ მზად ვარ”

ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერის მთავარი მწვრთნელის რანგში გაგრძელება სურს. ამის შესახებ მადრიდის “რეალის” თავკაცის კარლო ანჩელოტის ფრანგმა თანაშემწემ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ისაუბრა.

“ძალიან მინდა ანჩელოტის და “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კარგად მუშაობით გადავუხადო მადლობა იმ ნდობისთვის, რაც მათგან მივიღე, მაგრამ, ამავდროულად მინდა კარიერულ წინსვლაზეც ვიფიქრო. ვფიქრობ საკმაო გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა და უკვე მზად ვარ, რომელიმე კლუბის მთავარ მწვრთნელად სამუშაოდ” – განაცხადა ზიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115004