ფეხბურთი

15:10 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ბეილის ტრანსფერში 60 მილიონსაც გადაიხდიან”

ზინედინ ზიდანმა ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ აღფრთოვანებულია “ტოტენჰემის” უელსელი ლიდერის, გარეთ ბეილის თამაშით.

“ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის შემდეგ, ამ უნიჭიერეს ახალგაზრდას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირფასეს ფეხბურთელად იქცეს, თუკი ლონდონური კლუბის ამ ზაფხულს დატოვებას გადაწყვეტს. “ტოტენჰემს” კი თამამად შეუძლია, ტრანსფერის სანაცვლოდ 40-50 მილიონი ევრო მოითხოვოს. მეტიც, ევროპაში მინიმუმ ოთხი კლუბი მოიძებნება, ბეილის ხელში ჩასაგდებად 60 მილიონსაც რომ გადაიხდის. ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ მისი გადამხდელი წაგებული არანაირად არ დარჩება”, – თქვა ზიდანმა.

 

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123022