ფეხბურთი

17:38 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “100 მილიონი არავინ ღირს”

ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი, რომელიც “რეალის” სამწვრთნელო შტაბის წევრია, გარეთ ბეილს აქებს, მაგრამ აცხადებს, რომ 100 მილიონი ევრო არცერთი ფეხბურთელი არ ღირს.

“10 წლის წინათ, საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ 75 მილიონი ევრო არ ვღირდი. დღეს, შემიძლია გითხრათ, რომ 100 მილიონი არცერთი ფეხბურთელი არ ღირს. თუმცა, 2 კლუბი ერთმანეთში შეთანხმდა. სამწუხაროდ, ასეთია დღეს ფეხბურთი. ძალიან ძნელია იმის გაგება, რაც დღესდღეობით ხდება.”

“ბეილი უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ეს მან გასული 3 წლის განმავლობაში გვიჩვენა. გარეთი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. მიუხედავად ამისა, მას პროგრესირება კვლავ შეუძლია. ვფიქრობ, ის “რეალს” ბევრს შესძენს.” – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ტოტენჰემს” გარეთ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადა და უელსელი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცია. 2001 წელს, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ზიდანი იყო, რომელიც “იუვენტუსიდან” “რეალში” 75 მილიონად გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110957