ფეხბურთი

21:57 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” თურქულ შეკრებაზე ალჟირელი ლეგიონერი შეუერთდა

21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულიდან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე საკურორტო მთიან ქალაქ კარტეპეში ჩავიდა, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მატჩებისათვის მოემზადება.

ზესტაფონელთა პრეს-სამსახურის ცნობით, სტამბულის “საბიჰი გიოქჩენის” აეროპორტიდან კარტეპემდე საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი სასტუმრო “გრინ პარკ ოტელში” დაბინავდა.

უნდა ითქვას, რომ შეკრების პირველსავე დღეს ზესტაფონელებს გუნდის ალჟირელი ლეგიონერი მოჰამედ რეკრუკიც შეუერთდა. საინტერესოა ისიც, რომ იმერელთა გარდა, მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის კარტეპეში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი რამდენიმე გუნდი ემზადება.

დღესვე იმერლებმა თურქულ შეკრებაზე პირველ ვარჯიში გამართავეს, შემდეგ კი საუნასა და აუზში აღდგენითი ხასიათის პროცედურები გაიარეს. ორშაბათიდან გუნდის მთავარ მწვრთნელ რატკო დოსტანიჩს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს.

0.152614