“ზესტაფონმა” მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური შეხვედრა პირველი ლიგის თერჯოლის “საპოვნელასთან” ჩაატარა და 7:0 გაიმარჯვა.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ინფორმაციით, “დავით აბაშიძეზე” გაამრთულ მატჩში, რომელსაც 300-ზე მეტი ადგილობრივი და თერჯოლელი გულშემატკივარი დაესწრო, გია გეგუჩაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მეშველიანი (კუპატაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 46), ჭელიძე (ფერეირა, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), მაკარიძე (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 46), დოლიძე (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ფანცულაია, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).
მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა. 10 წუთის შემდეგ, თავი რევაზ გეწაძემ გამოიჩინა. 38-ე წუთზე, კაპანაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო მე-40 წუთზე გოლი გრიგოლ დოლიძემ მიითვალა.
მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს. 58-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. მე-60 და 68-ე წუთებზე კი, ნიკა საბანაძის ჯერი დადგა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განვლილ სპარინგში მიზეზთა გამო თანაგუნდელებს ომარ მიგინეიშვილი, ნაემეკა აჯურუ და გიორგი კუხიანიძე ვერ დაეხმარნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოი საოცრებავ D
თერჯოლა თუ არა, ზესტაფონი ხო დაგლიჯავს ევროთასებზე ყველაფერს. ვარსკვლავებში დაფრინავთ ბიძიკო, ვარსკვლავებშიიი!!!
თერჯოლის საპოვნელა პრიკოლი გუნდია
მე ჩხერიმელა ვიცოდი და მეორე პრიკოლი საპოვნელა ყოფილა

კი მართლა პრიკოლი გუნდია რა..
ისე რა ხშირად ეთამაშებიან ეს საპოვნელა და ზესტაფონი ერთმანეთშ?
ნახეს ფარჩაკი გუნდი და იმის შემდეგ სულ მაგათ ეთამაშებიან...
ვფიქრობ ელვა და ნიკა ითამაშეებნ სასტავს
ზესპედოDDDDD
არაფერი ინფო არა ვნახოტ ზესტა ნამდვილ გუნდებტან როგორ იტამაშებს ტორე ამ გუნდს ჩემი გუჩის ბიჯები დაახევენ ბურტს ტავზე
DDDDDDDDD
ბოდიში თერჯლასთან!
თერჯოლას ვარჯიში არ დაუწყია და როგორ ითამაშებდა გასაგებია
ვარჯიშს რო დაიწყებს მერე ხო გადადგავს მთებს რაც ახლა არის ის დარცება მერეც
გაუჭირდებოდათ
დამიჩაგრეს თEრჯოლა :
(
(((
(