ფეხბურთი

22:24 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” 13:2 იმარჯვა

2014 წლის 21 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" დაუპირისპირდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელები უეფას ვროპალიგის 2014-2015 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის სლოვაკეთში ტრნავას "სპარტაკის" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

დღევანდელმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 300-ზე მეტმა ადგილობრივმა და თერჯოლელმა ქომაგმა მოიყარა.

შეხვედრა ზესტაფონელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დიდი ანგარიშით 13:2 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0.115368