ფეხბურთი

16:06 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონის" შეკრება დასასრულს უახლოვდება

თურქეთში მიმდინარე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. დღეს გუნდმა ორჯერ ივარჯიშა, ხვალ კი, ორი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება. მარგველთა თურქული შეკრების პროგრამაც სწორედ ამ მატჩებით ამოიწურება.

2 აგვისტოს, რატკო დოსტანიჩის გუნდი ისევე ორ სპარინგ-შეხვედრას გამართავს - ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ქართველები თურქეთის მესამე დივიზიონის წარმომადგენელ სტამბოლის "მალტეპესპორს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე, თურქმენეთის ჩემპიონ ბალკანაბადის "ბალკანთან" მატჩი გაიმართება.

www.fczestafoni.ge

 

0.159168