ფეხბურთი

20:34 | 29.12.2013 | ნანახია 2781 - ჯერ

“ზესტაფონის” გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ბრაზილიელი დოს სანტოსი დაასახელეს

სპორტის სამყაროში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წინასაახალწლო დღეებში გასული წლის ერთგვარი შეჯამება და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოთა დასახელება მიმდინარეობს.

“ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბმა თავის facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა გახლდათ.

უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას განსაკუთრებით იაქტიურეს. გამოკითხულთა ნდობა გუნდის 20-მდე ფეხბურთელმა დაიმსახურა. ამის ფონზე მოულოდნელი გახლდათ ის, რომ გამარჯვებულმა მდევრებს საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო – მარგველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა რესპონდენტთა ხმების საერთო რაოდენობის 32 % დაიმსახურა.

მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ზესტაფონელთა ნახევარდაცვის ორმა წარმომადგენელმა – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ 16-16% “გამოიმუშავეს”. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ როინ კვასხვაძე (გამოკითხულთა ხმების 10%), ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი (8-8%).

რაც შეეხება იმერელთა მიერ გატანილი გოლების საუკეთესო ხუთეულს, რომელიც ჩვენი ვებგვერდის პატივცემულ მომხმარებელს ქვემოთ განთავსებულ ვიდეომასალაში შეუძლია იხილოს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

1. 30.11.2013. “ზესტაფონი” – “მეტალურგი” (რუსთავი) 2:1. გოლის ავტორი – გიორგი ჭანკოტაძე;

2. 13.09.2013. “ზესტაფონი” – “დილა” (გორი) 2:0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია;

3. 22.08.2013. “ზესტაფონი” – “სულორი” (ვანი) 5:0. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილი;

4. 04.12.2013. “ზესტაფონი” – “ჩიხურა” (საჩხერე) 1:1. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილი;

5. 29.09.2013. “ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია.

http://www.youtube.com/watch?v=lVZYJAEutbI

www.fczestafoni.ge


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:19 | 30.12.2013
kakaura (138)

პლაჟზე არა, იაპონიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. და მაგარია ძაან დროგბა, რო იცოდე...

01:55 | 30.12.2013
დროგბა (16450)

ეს პლიაჟზე თამაშობდა თურმე დღედაღამე და გადაწყვიტა დიდ ფეხბურთში გამოეცადა საკუთარი თავი და ზესტაფონის შემოთავაზება მიიღო და ჩამოვიდა ევროპაში სათამაშოდ .D

23:04 | 29.12.2013
vasilich (1440)

ერთი რაც ვიცი, რომ ხვალ მივდივართ გამგეობაში და გვინდა გავიგოთ პასუხი აპირებენ თუ არა გუნდის თანადგომას

1 იანვრამდე კლუბი შეინახა კოკაიამ და აქვს ნათქვამი რომ იანვრიდან სტადიონის და ბაზის შენახვის შემთხვევაში დაუბრუნდება საქმეს.

ჩვენ იმედი გვაქ რომ გამგეობაც იზამს რაღაცას

11:46 | 30.12.2013
gionat (2245)

გამგეობის იმედი მტერს ქონდეს, იმედია კოკაიას მოუბრუნდება გული.

22:47 | 29.12.2013
vasilich (1440)

არ ვიცი, მაგრამ მე ფაქტს ვამბობ, დღემდე არავის წასვლა გამოცხადებულა ოფიციალურად

23:03 | 29.12.2013
111111 (5084)

იმედია არც არავინ წავა (ახლა თუ მაგარ გუნდებში წავლენ მაგას რა ჯობია :დ)

23:05 | 29.12.2013
vasilich (1440)

თუ გამგეობის მხრიდან იქნა დახმარება არავინ არსად არ წავა, კაი ვინცაა

22:35 | 29.12.2013
vasilich (1440)

კი მაგრამ, ხალხი მიდის ზესტადანო, საიდან ასკვნით მაგას?

ჯერ არავის წასვლა დადასტურებულა, კოკაიას თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა

22:46 | 29.12.2013
111111 (5084)

თი ხალხი არ წავა ა პირიქით გაძლიერდებიან დამიჯერე ძალიან გამიხარდება

22:41 | 29.12.2013
georgiano11 (579)

ძმა რამე სასიკეთო ხდება ზესტაში?
თუ იცი რამე ახალი

22:41 | 29.12.2013
111111 (5084)

არც მე ვადასტურებ უბრალოდ ეს ჩემი ვარაუდია)

22:28 | 29.12.2013
(TORPEDO) (87)

კაროჩე გეგუჩაძე სადაც მივიდა ყველგან გააცოცხლა გუნდი, თუნდაც ტორპედოში აგერ ზესტაც. ნაკრებშიც მიცენ შანსი რო წავა ქეცბაია

22:30 | 29.12.2013
111111 (5084)

2 წელში კაცმა არ იცის სად იქნება გეგუჩა :დ

22:33 | 29.12.2013
(TORPEDO) (87)

მაგარი ტრეინერია ახალგაზრდებზე მუშაობს. აქ ვიღაცა უცხოელის მოთრევას ეს მოიყვანონ შიდაჩემპიონატი იცის და ისიც იცის ვინ რას აკეთებს.

22:06 | 29.12.2013
M.U2015 (19400)

ცარმატებები ზესტაც დზლიერები გავიდნენ და გვასახელონ ევროტასებზე საქარტველოს ჩემპიონატი არ მოვტხან როდის დაიცყება ევროტასებიDDDDDDDDDდ

21:44 | 29.12.2013
111111 (5084)

ქობალია მიდის ზესტადან იმედია სადმე ისეთში წავა სააც პერსპეკტვა ექნება :X )

21:58 | 29.12.2013
fc zesta (28)

რატო მიდის?

22:01 | 29.12.2013
111111 (5084)

ზესტადან მიდის ხალხი და დიდი ალბათობით იკაც წავა უკრაინიდსან აქ შემოთავაზეებაო ეს არ არის დადასტურებული უბრალოდ ვარაუდია

20:47 | 29.12.2013
ჩიჩარიტო (18039)

ფაცებოოკ-გვერდი DDDDD

21:42 | 29.12.2013
სავაშა_ (2491)

შენ "შკყსპორტსი" და , "პეოპლე" არ გინახავს ალბათ და , ამაზე ამიტომ გაამახვილე ყურადღება ... ეს არის , სპორტის ნომერ პირველი საიტი საქართველოში ... ღმერთო ჩემო )

22:26 | 29.12.2013
jokua (3910)

სტურრიდგე

21:45 | 29.12.2013
ჩიჩარიტო (18039)

ააა სკაისპორტზე იძახი? სანამ კლავიატურაზე არ დავწერე ვერ მივხვდი.
გამოუსწორებიათ შეცდომა

20:44 | 29.12.2013
dato.nanava (2529)

კაი ლეგიონერია ნამდვილად თან ახალგაზრდა იმედია კიდე ჩამოვლენ ასეთები საქართველოში

0.118041