ფეხბურთი

19:56 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” გამარჯვება და მეორე ადგილი

 

ზემო იმერული კლუბების დაპირისპირებას ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში გარკვეულწილად შეეძლო მცირეოდენი ინტრიგის შენარჩუნება. თუ “სიონი” – “დინამოს” მატჩში თბილისელები ვერ გაიმარჯვებდნენ, მაშინ ზესტაფონელები ჩემპიონობის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ ამისათვის მათ ესაჭიროებოდათ საკმაოდ უხერხული მეტოქის საჩხერის “ჩიხურას” დამარცხება მისსავე მოედანზე. საგაზაფხულო სეზონის დასაწყისიდან, ფეროელები უმეტესწილად საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ და ბუნებრივია, მათ სურვილს ივანწმინდაში დაემარცხებინათ “ჩიხურა” საკმაოდ დიდი საფუძველი ჰქონდა. თავის მხრივ, საჩხერელთა ძირითადი მოტივაცია თასის ფინალი გახლავთ, რომელიც კლუბს თბილისის “დინამოსთან ელით.

შეხვედრა გუნდებმა საშუალო ტემპში დაიწყეს. მოწინააღმდეგეებმა დებიუტშივე შეაწუხეს ერთმანეთი. შემდეგაც თამაში ისევ ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ მეტოქენი ვერ ახერხებდნენ კომბინაციების გათანმაშების შემდეგ საბოლოო დარტყმის განხორციელებას. რამდენიმეჯერ, ორივე გუნდის წარმომადგენელს შეეძლო თამაშის განწვავება, მაგრამ ფაქტობრივად საწყის ოც წუთში მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის კიპერები არ შეუწუხებით. პირველი სეროზული ჩართვა თამაშში სომხიშვილს მოუწია, როდესაც გიორგიმ შარქაძის ძლიერი და ზუსტი დარტყმული მუშტებით მოიგერია.

ჯამში პირველი ტაიმი, თუ არ ჩავთვლით ბოლო ხუთ წუთს, სანახაობრივი თვალსაზრისით ძალზე უინტერესო გამოდგა. მართალია, სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაზეც საჩხერლები მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდნენ  ეპასუხათ, მაგრამ საქმე რეალურ ხიფათამდე ვერცერთ გუნდს ვერ მიჰყავდა. ძირითადად მცდელობები დებიუტის მსგავსად შორეული დარტყმებით ხდებოდა. 35-ე წუთზე ჭანტურიშვილმა სცადა თავის გამოჩენა, მაგრამ სომხიშვილმა დამაჯერებლად თამაშა და ბურთს იოლად დაეუფლა. ცოტა ხანში გაბედავამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, რომელიც მცირე მანძილით აცდა “ზესტაფონის” კარის ხარიხას.

მე-40 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ღონღაძემ მეტოქის საჯარიმოში მყოფ გეწაძეს ზუსტად გადააწოდა, რომელსაც მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა და ფეხის უკიდურესად “გაჭიმვა” დაჭირდა, რათა ბურთს მიწვდენოდა. რეზოს მცდელობამ შედეგი გამოიღო, ბურთი მიწას შეეხო, სომხიშვილს თავზე გადაევლო და “ჩიხურას” კარის ბადეში გაეხვია – 0:1. მასპინძლებმა მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. დათუნაიშვილის გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა საჯარიმოში დეკანოიძე, რომელიც რენე ფერეირასთან ორთაბრძოლაში წაიქცა და სილაგავამ წესების დარღვევა დააფიქსირა, რასაც ბუნებრივია პენალტის დანიშვნა, ხოლო “ზესტაფონის” ბრაზილიელი მცველისათვის ყვითელი ბარათის ჩვენება მოჰყვა. ოდიკაძემ თერთმეტმეტრიანი აუღელვებლივ შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა – 1:1. სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

მეორე ტაიმი ფეროელთა გატანილი გოლით დაიწყო. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გურულის გადაცემას ყველაზე დროულად საბანაძე გამოეხმაურა, რომელმაც მეურვეებს დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 1:2. ბუნებრივია, “ჩიხურას” ფეხბურთელებს არ სურდათ პირველობის ბოლო საშინაო პაექრობის წაგება, ამიტომაც საჩხერლებმა მოწინააღმდეგეს დიდი ძალებით შეუტიეს. 50-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოს ხაზიდან გაბედავამ დაარტყა უძლიერესად, მაგრამ ბურთი რამდენიმე სანტიმეტრით აცდა კარის ძელს. არადა კარში მოხვედრის შემთხვევაში სტუმართა სერბ კიპერს პავლოვიჩს დარტყმულის განეიტრალება ძალიან გაუჭირდებოდა. 58-ე წუთზე კი დეკანოიძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან, საჯარიმოს მიახლოებულმა ცაციათი ძლიერად დაჰკრა და ბურთი ხარიხას მოარტყა. თითქმის მაშინვე მასპინძელთა მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს ლევან ხმალაძე აგვირგვინებდა ერთი შეხებით, მაგრამ გამცდლი ნახევარმცველის მცდელობას რენე ფერეირა აღუდგა თავური დარტყმით და სიტუაციაც განიმუხტა. 63-ე წუთზე კი გაბედავას ჰქონდა სტანდარტულიდან თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა პავლოვიჩმა.

მასპინძელთა უპირატესობის “აღსაკვეთად” ზესტაფონელებმა ისევ ბურთზე კონტროლის დაწესება სცადეს და ამან შედეგიც გამოიღო, რომელიც გატანილ გოლში აისახა. 69-ე წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდა ტატანაშვილის მისამართით, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი თავისი ყოფილი გუნდის კარის ბადეში “მოათავსა”. სომხიშვილს ამ შემთხვევაში არაფრი გაკეთება არ შეეძლო – 1:3.

ორბურთიანმა უპირატესობამ ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა თამაში კიდევ უფრო დაამშვიდა. თავის მხრივ ამ ჩამორჩენამ უარყოფითად იმოქმედა მასპინძლებზეც, რომლებსაც შეტევები არ შეუწყვეტათ, მაგრამ ის სულისკვეთება, რაც იყო იმ 15 წუთში აღარ იგრძნობოდა. 74-ე წუთზე დათუნაიშვილმა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ დეკანოიძე გაიყვანა, რომელთან შესახვედრად კარი დროულად დატოვა ბოიან პავლოვიჩმა. მეკარემ შემტევს დარტყმის კუთხე შეუმცირა და გატანის საშუალებაც არ მისცა. სხვათა შორის, ზესტაფონელთა კიპერის საპატივცემულოდ კლუბის ფანებს, გუნდის დროშასთან ერთად სერბეთის ეროვნული დროშაც ჰქონდათ გამოფენილი. საჩხერელთა შეტევების ფონზე დასამახსოვრებელი იყო “ზესტაფონის” ფეხბურთელების სწრაფი კონტრშეტევა, რომლის დროსაც სტუმრებს კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდათ, მაგრამ ხელსაყრელი მომენტის დაგვირგვინება ვერ შეძლეს.

მატჩის ეპილოგი სახიფათო მომენტების მხრივ მწირი გამოდგა, თუმცა პაექრობაში არბიტრის მიერ წამატებულ დროში გაბედავამ ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით შეძლო. “ზესტაფონმა” ამ გამარჯვებით მეორე ადგილი გაინაღდა და ევროთასებზე გასვლის უფლებაც დამსახურებულად მიიღო.

 

ჩიხურა - ზესტაფონი  2:3 (1:1)

11 მაისი. ივანწმინდა. ცენტრალური. 500 მაყურებელი

ჩიხურა: სომხიშვილი, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური, გაბედავა, ოდიკაძე, კაშია,  გიორგი დათუნაიშვილი, დეკანოიძე, ხმალაძე, ქიმაძე, ჩიკვაიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, გეწაძე, რენე ფერეირა, გიორგი გურული, დოლიძე (ფანცულაია, 78), შარიქაძე, კუხიანიძე, ზაზა ჭელიძე, ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 57), საბანაძე (ტატანაშვილი, 55).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 გეწაძე (40), 1:1 ოდიკაძე (42, პენალტით), 1:2 საბანაძე (47), 1:3 ტატანაშვილი (69), 2:3 გაბედავა (90+2).      

გაფრთხილება: რენე ფერეირა (41), შარიქაძე (56), დათუნაიშვილი (90).    

მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

 

1     

დინამო      

31     

20     

5     

6     

65:23     

65     

2

ზესტაფონი

31

19

4

8

48:23

61

3

სიონი

31

16

6

9

41:33

54

4

ჩიხურა

31

13

7

11

54:47

46

5

მეტალურგი

31

13

6

12

35:37

45

6

გურია                                              

31            

11           

0           

20         

28:51           

33     

 

მეგოლეები:

17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),  

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.11446