ფეხბურთი

13:07 | 18.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

”ზესტაფონი” მზადების რეჟიმში

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული საფეხბურთო სეზონისათვის მზადებას ზესტაფონში განაგრძობს.

15 ივლისს გუნდის შეკრებისა და მასთან გაცნობის შემდეგ, რატკო დოსტანიჩმა კარსმომდგარი სეზონისათვის მომზადების პროცესი დატვირთვის ტესტით დაიწყო. სასიამოვნო იყო ის, რომ ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დატვირთვებს საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით გაუმკლავდა.

გუშინ და გუშინწინ ზესტაფონელებმა ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. გუშინ დილით, იმერელთა სერბმა დამრიგებელმა გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და სანამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების ნებოისა ტოპალოვისა და ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით კლუბის ბაზაზე ვარჯიშობდა, მეორე ჯგუფი სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა. შემდეგ კი პირველმა და მეორე ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს...

საღამოს ვარჯიშზე კი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებს მონატრებულ ბურთამდე მისვლის საშუალებაც მიეცათ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს სახალისო "ორკარა" გაჩაღდა. რაც შეეხება დღევანდელ განრიგს, გუნდმა დილით ივარჯიშა, ხოლო საღამოს მცირე შესვენების საშუალება მიეცემა.

www.fczestafoni.ge



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:04 | 25.08.2014
ss18 (1696)

მართლა მილანი წამოიყვანს...
არ გვინდა შავი ხალხი მილანში

01:43 | 25.08.2014
El Fenomeno (2082)

ეგრე რა

22:05 | 24.08.2014
giomebo (1190)

წამო მილანში

21:50 | 24.08.2014
valeri8848 (2622)

მანჩესტერის ფეხბურთელები დამატყვნევინა ერთი რას მოვიფხანდი გულსსსს სირებიიიიიი

21:42 | 24.08.2014
dinamosiko (10)

თავისუფალი აგენტი თუა ყველა ვხვდებით სადაც გადავა...

21:58 | 24.08.2014
gabriel batistuta (1834)

მილანის იგულისხმე ალბათ ხომ ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105327
სარეკლამო ადგილი - 99
X x X