ფეხბურთი

20:48 | 6.10.2013 | ნანახია 2752 - ჯერ

ზესტაფონელთა სამქულიანი და ლომიას დუბლი

 

 „დიცი და დვანი საქართველოა“ - ფეხბურთის ფედერაციის   ინიციატივას განმუხურშიც გამოეხმაურნენ და კონფლიქტისპირა ზოლში, გუნდებმა ამ წარწერებიანი მაისურებით დაიწყეს თამაში. სპორტსმენებმა ამგვარი ჟესტით ხმამაღლა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია  - “არა ოკუპაციას”.

თამაშის დაწყება კი სტუმრებს გამოუვიდათ და შეხვედრის მესამე წუთზე “ზესტაფონი” უკვე იგებდა. ზუგდიდელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა გოლად ლევან შარიქაძემ  აქცია. მან შორეული მანძილიდან ბურთი კარის ბაქანთან ჩაჰკიდა და მიწიდან ასხლეტილი ბურთი პირდაპირ მასპინძელთა კარის ბადეში გაეხვა. შემადგენლობის მხრივ  ისედაც შეთხელებულ მასპინძლებს, სწრაფმა   გოლმა გეგმები  რადიკალურად შეაცვლევინა. ტრავმის გამო ზუგდიდელებს წინა ხაზზე ირაკლი ეხვაია აკლდათ, ამიტომ კობა წიტაიშვილმა მეორე ნახევრის დასაწყისში ზედიზედ ორი ცვლილება განახორციელა და ეს გაშვებული გოლის შედეგადაც იყო გამოწვეული.

გოლის  შემდეგ პირველი ხიფათი მასპინძლებმა, შექმნეს, როცა წურწუმიას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავური დარტყმით ზუგდიდელთა ეგვიპტელმა ლეგიონერმა, ამირ მეგაჰედმა კარში გადაგზავნა და მცირედით ააცილა. შემდეგ  ინიციატივას ისევ სტუმრები დაეუფლნენ და გოლის ავტორი, შარიქაძე მამალაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად ზესტაფონელს,  მასპინძლეთა კიპერმა აჯობა. 28-ე წუთზე კუტალიამ  დაარტყა სახიფათოდ და კვლავ მამალაძემ მოიგერია ბურთი. ტაიმის მიწურულს ექსზუგდიდელი ისევ შეეცადა ძლიერი დარტყმით ანგარიშის გაზრდას, მაგრამ მამალაძე ისევ ზუსტი აღმოჩნდა.

 მეორე ტაიმის დასაწყისიც პირველის მსგავსად განვითარდა და სტუმრებს სულ ცოტა დააკლდათ ანგარიშის გასაორმაგებლად, როცა მარცხენა ფლანგიდან მოწოდებულ ბურთს ჯერ შარიქაძემ ვერ დაუხვედრა ფეხი ზუსტად და შემდეგ დამატებაზე ვერც გურულმა ივარგა, არადა ორივე მეტოქის კართან ახლოს იმყოფებოდა. ცოტა ხანში კარში დარტყმები სამუშიამ და კუტალიამ გაცვალეს, როცა ექსზუგდიდელებმა მამალაძის კარის დალაშქვრა შორეული მანძილიდან სცადეს, მაგრამ უზუსტოდ. რაც უფრო მცირდებოდა დრო, მასპინძლები უფრო  მეტად წინა ხაზზე ერთვებოდნენ და ამან მათთვის უკუშედეგი გამოიღო, როცა შეცვლაზე შემოსულმა საბა ლომიამ, შორეული გადაცემის შემდეგ კარგად  დაიჭირა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, მამალაძეს ბურთი ტექნიკურად გადაუგდო - 2:0. ამ გოლმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ სტუმრები არ დაცხრნენ და შეხვედრის ბოლო წუთზე იმავე ლომიამ ახლო მანძილიდან მესამედ აიღო მასპინძლეთა კარი, ხოლო მარგველთა ფორვარდმა კი დუბლი გაიფორმა. ამ მარცხით ზუგდიდელებმა სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს, ხოლო „ზესტაფონმა“ ცხრილში ადგილი ბოლნისის „სიონს“ გაუცვალა და მეცხრეზე აინაცვლა.

 

ზუგდიდი - ზესტაფონი 0:3 

6 ოქტომბერი. ზუგდიდი, „განმუხური“.  

ზუგდიდი: მამალაძე, რიგვავა, აფაქიძე, მირცხულავა, ქვარცხავა, მეგაჰედი, კანკია (შ.ლომია 46), სიხარულია, წურწუმია, გუგუჩია (პაჭკორია 70), ჯამალ ჰამზა  (ფარჯიკია 46).

ზესტაფონი: კვასხვაძე, თორ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ფერეირა რენე, კანდელაკი, კუტალია, აჯურუ ნაემეკა, ჭანტურიშვილი, სამუშია (ენდელაძე 81), შარიქაძე (კვერნაძე 88), გურული (ს. ლომია 73).

გოლები: შარიქაძე (3 წთ.), ს.ლომია (80 წთ), ს.ლომია (90 წთ).

გაფრთხილება: აფაქიძე (15წთ), მეგაჰედი (44 წთ)

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

1. 8           6          1           1        19:7          19
2. ტორპედო 8 5 3 0 13:4 18
3. ჩიხურა 8 5 1 2 17:11 16
4. გურია 8 4 0 4 8:9 12
5. მერანი 8 4 0 4 11:14 12
6. ვიტ ჯორჯია 8 3 2 3 13:11 11
7. დილაi 8 3 2 3 10:10 11
8. მეტალურგი 8 3 2 3 9:14 11
9. ზესტაფონი 8 3 1 4 9:7 10
10. სიონი 8 2 2 4 10:13 8
11. ზუგდიდი 8 1 2 5 3:13 5
12. სპარტაკი                        8 1 0 7 4:13 3

 

ბომბარდირები:

7 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), 6 - დორინ გოგა (დინამო), 5 - ირაკლი მოდებაძე (დილა), 4 - ირაკლი ქობალია (ზესტაფონი), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია). 

     

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:07 | 07.10.2013
merkvila (1171)

ბრავო ზესტაფონი! დოსტანიჩი იქნებ მიხვდეს, რომ ლომია ძირითადში თამაშს იმსახურებს. ცხინვალთან მარცხი რა ცუდად გამოეკვეხა, თორემ 4 მოგება ზედიზედ გვექნებოდა

01:35 | 07.10.2013
ყვერტალიოტი (114)

ეს რა ფორმებიაქ ზუგდიდს ვალეტ გული ახატიათ მხრებზე

01:14 | 07.10.2013
giomebo (1190)

ეს გამგებელი სოროში როა შემძვრალი სხვა არაფერს არ აკეთებს და ამ ფეხბურთისთვის მაინც მიეხედა. ამას ისევ ქობალია ჯობდა ეს ვინ ყოფილა . . .

01:13 | 07.10.2013
giomebo (1190)

ჭეჟია დავაი დასვიდანიაააააააააააააა

23:44 | 06.10.2013
hummels (772)

ჯანოს ყველა სახიფათო მომენტი როსტოვთან

0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))
0?'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM':'>http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2IzXxcoC6sM'))

23:43 | 06.10.2013
shotamessi10 (5632)

მანჩესტერ იუნაიტედ აუ რა ტეხავს ისე ტოstripslashes((strlen(':////')>0?' :////':' :////'))

22:58 | 06.10.2013
Torres9 (12692)

ზუგდიდს მანჩესტერის ფორმა ეცვა? სირცხვილიიიიიიი

22:56 | 06.10.2013
patrioti001 (188)

ზუგდიდდში მოკვდა ფეხბურთი სამწუხაროდ ... ჭეჟიასნაირი პრეზიდენტები რო არსებობენ სახელის გამო ამან დაGუპა ჩვენი სამეგრელოს ფეხბურთი...სირცხვილი კომბინატელო ჭეჟიააავ იარბიტრე 50 დოლარის გამო თურქეთში სჯობს აშკარად

22:03 | 06.10.2013
arturi-baierni (24493)

მიდი ზესტა მიაწექით 6 შესვლა არ უნდა გაგიჭირდეთ

21:46 | 06.10.2013
fc zesta (28)

კაი იყო ბიჩებო

21:34 | 06.10.2013
leon20 (193)

გურია - დილა 2:0 დადეთ, რა უბედურებაა ეს, რატო არ დებთ, ვისაც გურიის წარმატება წყინს ყველას დედასშევე?????? მე, უკვე მეორე ტურია არ დებთ

21:32 | 06.10.2013
the unforgiven (505)

საგოლ ზესტა,, შეუზლია ამ გუნდს ევროსაგზურისტვის ბრძოლა,,,,

21:31 | 06.10.2013
zarzuela (846)

moitsonet raaa, gtxoovt.stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI')>0?'.http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI':'.http://www.youtube.com/watch?v=SU5FGwji3eI'))

21:31 | 06.10.2013
gi_12345 (227)

გენაცვალეთ ბიჭები კარგი დღე იყო მოვიგეთ და გახარებულები დავბრუნდით სახლში,ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და დამსახურებულად მოვიპოვეთ კიდეც! ზესტა ჩემპიოონ !!!

21:26 | 06.10.2013
janorhus (621)

ლომია იმსახურებს ძირითადს !!!! შარშან 16 გოლი გაიტანა ბოლოსდაბოლოს და წელს მოტივაცია მეტი აქვს, იმიტომ რომ უკეთეს გუნდშია... ადამიას ლომია ჯობია

21:30 | 06.10.2013
oto_oto (3739)

ჩემის აზრით ლომია და ქობალია უნდა ათამაშოს ერთად. იელიჩი როდის გვიბრუნდება?

21:06 | 06.10.2013
Torres9 (12692)

ზესტაფონი თუ დაბრუნდება კაია

21:05 | 06.10.2013
ako81 (470)

ეს ფორმები აცუქა იმ ეგვიპტელმა ზუგდიდს???// ვაიჩ ვენს პატრონს !

0.224601