ფეხბურთი

22:32 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტს” სანქცია ელის

სანკტ პეტერბურგის “ზენიტის” წინააღმდეგ უეფამ დისციპლინარული კოდექსის 16-ე მუხლით საქმის წარმოება დაიწყო. დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის მსვლელობისას ზენიტელთა ფანებმა გერმანიის დროშისგან დამზადებული ბანერი დაწვეს.

“საქმეს 14 მაისს დანიშნულ უეფას სხდომაზე განვიხილავთ და სასჯელის ზომაც მაშინ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, “ზენიტს” სერიოზული სანქცია ელის”, - განაცხადა უეფას მედიადეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სანკტპეტერბურგელი ფანები “ზენიტისა” და “ბორუსიას” პირველი მატჩის დროსაც ხულიგნური გამოხტომებით გამოირჩეოდნენ. ისინი დორტმუნდელი ფეხბურთელების მისამართით რასისტული შინაარსის ფრაზების წამოძახილს არ ერიდებოდნენ. ამისთვის “ზენიტი” 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს. დამკვირებლებს არც სანკტპეტერბურგის სტადიონზე გასული წლის 11 დეკემბერს (“ზენიტი” ვენის “აუსტრიას” ხვდებოდა) პიროტექნიკური საშუალებების აფეთქება გამორჩენიათ.

0.097942