ფეხბურთი

13:27 | 14.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“ზენიტს” ჰალკის გაყიდვა არ სურს

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” თავდამსხმელ ჰალკს არ გაყიდის. ამის შესახებ “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰალკს “მონაკოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ 26 წლის ბრაზილიელს საფრანგეთის ჩემპიონატში ვერ ვიხილავთ. “მონაკო” ჰალკის სანაცვლოდ “ზენიტს” 45 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ცნობისათვის, ჰალკს რუსებთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:53 | 29.05.2014
accreative (296)

ლევანტეს დედას არ გავარტყი ნაკრებზე დაწერეთ რამე !!!!

0.064277