ფეხბურთი

13:27 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტს” ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გადაბირება სურს

 

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა შემტევი, სამუელე ლონგო, შესაძლოა, ზაფხულიდან სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფეხბურთელი გახდეს. გაზეთ “იზვესტიას” ცნობით, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერში, 21 წლის ლონგოში “ზენიტი” 6 მილიონ ევროს იხდის.

პეტერბურგელთა მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი გამალებით ეძებს ფორვარდს, რადგან ალექსანდრ ბუხაროვს იშვიათად გააქვს, ხოლო ალექსანდრ კერჟაკოვს 2012 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გაუტანია. მომავალი სეზონი სპალეტისთვის გადამწყვეტი იქნება - თუ ჩემპიონთა ლიგაში ისევ ცუდად ითამაშეს, აუცილებლად გაათავისუფლებენ. ამიტომ იტალიელს შემადგენლობის გაძლიერება გადაუწყვეტია და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თანამემამულე ლონგოა, რომელიც ტექნიკურია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და “მეორე სართულზეც” უბადლოა. “ესპანიოლში” გატარებული ერთწლიანი არენდის შემდეგ ლონგო მშობლიურ “ინტერს” დაუბრუნდა. თუმცა, ახალი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი შეტევაში აქცენტს, ალბათ ანტონიო კასანოზე, დიეგო მილიტოსა და ახალბედა მაურო იკარდიზე გააკეთებს. ლონგოს კი, სავარაუდოდ, “ინტერის” ახალგაზრდულ გუნდში მოუწევს გარჯა. ხოლო სანკტ-პეტერბურგში გადაბარგების შემთხვევაში, ამომავალ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება ეძლევა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125631