ფეხბურთი

13:14 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზენიტი" გარაის შეუთანხმდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" მცველი ეზეკიელ გარაი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" შეუთანხმდა და კონტრაქტს სავარაუდოდ, მუნდიალის შემდეგ გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას Record ავრცელებს.

პორტუგალიაში კარგი თამაშის წყალობით, გარაისადმი ინტერესმა იმატა და შეიძლება ეს ინფორმაცია მორიგო ჭორიც კი იყოს. ევროპული მედიის ცნობით, არგენტინელისადმი ინტერესს "ვალენსია", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" იჩენენ.

ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება "ბენფიკასთვის" არც-ერთ კლუბს არ გაუკეთებია. 2011 წელს მადრიდის "რეალმა" 27 წლის მცველი პორტუგალიაში 5.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვა. ამჟამად, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში არგენტინელმა მცველმა "ბენფიკას" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანაც მოახერხა.

გიორგი ბალახაძე

0.121751