საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა, რომელსაც პირველ ტურში თურქეთის ძლიერ გუნდთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა, მე-2 მარცხი დომინიკის რესპუბლიკის გუნდთან განიცადა – 63:76.
შეგახსენებთ, რომ დომინიკელებმა საწყისი შეხვედრა უკრაინელებთან დათმეს, დღევანდელი გამარჯვების წყალობით კი, ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს. მატჩის გმირი “ჰიუსტონ როკიტსის” მსუბუქი ფორვარდი ფრანსისკო გარსია გახდა, რომელმაც თამაშიდან 15-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და გამარჯვებულებს 29 ქულა შესძინა.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი.
დომინიკის რესპუბლიკა – ახალი ზელანდია 76:63 (14:16, 20:11, 17:23, 25:13)