“შევარდენის” სანაკრებო ბაზას მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ – საქართველოში სამუშაო ვიზიტზე მყოფი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიურეი მაქქალი “შევარდენზე” რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესა და “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს შეხვდა.
მინისტრმა “შევარდენის” სანაკრებო ბაზა დაათვალიერა. მან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასსზე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების მატჩს დაესწრო.
გიორგი ნიჟარაძემ სტუმარს “ბორჯღალოსნების” კვართი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრის დასრულებისას მიურეი მაქქალიმ ქართველ მორაგბეებს მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მილენიუმზე გასამართი შეხვედრა “ბორჯღალოსნებსა” და “ოლ ბლექსს” შორის ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება.
www.rugby.ge
http://www.youtube.com/watch?v=jopDbOklESo