ფეხბურთი

10:20 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფმა შვებულება გაიგრძელა

 

“ბოტაფოგოს” ჰოლანდიელი ლეგიონერი კლარენს ზეედორფი საზაფხულო შვებულებიდან კლუბში დაბრუნებას აგვიანებს. ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის სამზადისის დაწყებამდე 9 დღით დაითხოვა. ეს ვადა ამოიწურა, მაგრამ ზეედორფი ჯერაც არ ჩანს.

“ბოტაფოგოში” აცხადებენ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი სამშობლოში პირადი პრობლემების გამო შეყოვნდა. სამხრეთამერიკული პრესის ცნობით კი დაგვიანების მიზეზი სავარაუდოდ ფინანსური საკითხია.

0.120535