ფეხბურთი

10:59 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი: “უკანასკნელ 20 წუთში გვაჯობეს”

 

“მილანის” თავკაცი კლარენს ზეედორფი, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მარცხის (0:1) შემდეგ, თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ იყო. ჰოლანდიელი საპასუხო შეხვედრის წინაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

“ყველამ ნახა, ჩემი ბიჭები მოედანზე როგორ ირჯებოდნენ. ამით ვამაყობ. უკანასკნელ 20 წუთში მოვდუნდით, “ატლეტიკომ” კი, მოუმატა. ბოლო წუთებში არ გაგვიმართლა და გოლი გავუშვით.

პირველ ტაიმში “მილანმა” დამაჯერებლად ითამაშა. ვფიქრობ, ბალოტელიმ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ის დღითიდღე იზრდება. “ატლეტიკოს” სერიოზულად მოვეკიდეთ და გულშემატკივრებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს. მჯერა, საპასუხო მატჩს წარმატებით დავასრულებთ”, - განაცხადა ზეედორფმა მატჩის შემდეგ.

ცნობისათვის, საპასუხო მატჩი 11 მარტს ჩატარდება.

0.113158