იტალიური “მილანის” დამრიგებელი კლარენს ზეედორფი, სერია A-ს მომდევნო ტურში, “უდინეზესთან” გასამართ მატჩში, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. ამის მიზეზი ისაა, რომ “როსონერის”, მომდევნო კვირაში, “ატლეტიკოსთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირება ელის.
“როტაციას მივმართავ, რადგან წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გველის და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ხვალ ჰონდა ითამაშებს. იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება ბევრს უჭირს, მაგრამ კეისუკე შესანიშნავი ფეხბურთელია.” – ციტირებს ზეედორფის სიტყვებს Football Italia.