“ბოტაფოგოს” ნახევარმცველ კლარენს ზეედორფის აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.
“ბრაზილიის ნაკრების რეალური ძალა კონფედერაციათა თასზე ყველამ კარგად დავინახეთ. უძლიერეს შემადგენლობას დაუმატეთ ის არნახული მხარდაჭერა, რომელიც ჩემპიონატის მასპინძლებს ტორსიდისგან ექნებათ და მიხვდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი სწორედ ბრაზილიაა” – განაცხადა 37 წლის ჰოლანდიელმა.
ამ კომენტართან ერთად სამხრეთამერიკულმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზეედორფი კარიერას სავარაუდოდ “ფლამენგოში” გააგრძელებს.