კალათბურთი

22:59 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ ბრინჯაოსათვის

საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. რიჩარდ მათიაშვილის სადებიუტო ოთხ ქულას გიორგი ბარბაქაძემ სამიც მიამატა და “ქუთაისი” წინ გაიჭრა - 7:0. აქვე უნდა აღინიშნოს ტრადიციული, გულმხურვალე ქომაგობა ქუთაისელთა გუნდისა, რომელიც მასპინძლებს მოტივაციას უმაღლებდა. ამას დავამატოთ ისიც, რომ “რიჩომ” ძალიან მაგრად დაუფარა რეიმონდს.

თბილისელთაგან ანგარიში არჩიბეკმა გახსნა, რასაც ბოქოლიშვილმა მალევე ზუსტი სამიანი მიაყოლა. თუმცა თბილისელთა ამ მცდელობებს ფაშაევმა და გიორგი ბარბაქაძემ უპასუხეს ზუსტი ტყორცნებით და ისევ მასპინძელთა 7-ქულიანი უპირატესობა აღდგა - 12:5. ამის შემდეგ კი “ძალოვანებმა” 9:0 გაქცევა მოუწყვეს მასპინძლებს და წინაც გავიდნენ, მაგრამ დიდიას და კვიმსაძის სამიანების წყალობით ქუთაისელები ისევ დაწინაურდნენ. მეთხედის ბოლოს კი პრევიტის გარჯის შედეგად ისევ დედაქალაქელებმა იმძლავრეს და მეოთხედი 21:18 მოიგეს.

მეორე მეოთხედი გუნდებმა შეცდომებით დაიწყეს. თითქმის 4 წუთის განმავლობაში გუნდებს მხოლოდ 2-2- ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, ისიც საჯარიმოებიდან. თამაშიდან ქულების მოგროვება სტუმართაგან ლონდარიძემ დაიწყო, ქუთაისელთაგან კი - ფაშაევმა. საკუთარი თამაში უფრო ადრე თბილისელებმა გამოასწორეს და მალე ისინი 29:22 დაწინაურდნენ. ქუთათურებმა მეორე პერიოდის ბოლომდე შეძლეს ანგარიშის შემცირება. მწირქულიანი მეოთხედი მინიმალურად შსს-მ მოიგო - 12:11, საერთო ჯამში კი შესვენებაზე გუნდები 29:33-ზე გავიდნენ.

მესამე მეოთხედში გუნდებმა საწყისი შეცდომების შემდეგ სამქულიანები გაცვალეს. ქუთაისელთაგან თავი გიორგი ბარბაქაძემ გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან პრევიტმა. “პატარა ველურას” გაჩერება კი მესამე მეოთხედის პირველ ნახევარში სტუმრებმა ვერ მოახერხეს. გიორგიმ დროის ამ მონაკვეთში სამჯერ გაისროლა ზუსტად პერიმეტრიდან და ანგარიშიც გაათანაბრა - 38:38. გამაყრუებელი შეძახილების და ემოციების ფონზე მათიაშვილმა წინ გაიყვანა მასპინძლები, თუმცა ბოქოლიშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა. მასპინძლებმა კი დაძაბულობის რეჟიმში შეძლეს თამაშზე კონტროლის დაწესება და გადამწყვეტი პერიოდის წინ 47:42 იგებდნენ. მესამე მეოთხედი სტუმრებმა უსუსურად ჩაატარეს, მხოლოდ 9 ქულის გაკეთების უფლება მისცეს “ძალოვანებს” ქუთათურებმა.

ბოლო მეოთხედში მასპინძელთა დაცვამ ვეღარ შეძლო იგივე მარწუხების მოჭერა მოწინააღმდეგისთვის, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. თბილისელებმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით და 40 წამით ადრე გათანაბრება მოახერხეს - 51:51, მალე კი დეუნტა ვონის აქტიური თამაშის წყალობით წინ გასვლაც შეძლეს - 55:53.

ქუთათურთაგან წონასწორობა მალევე გიორგი ბარბაქაძემ აღადგინა, რომელმაც ცოტა ხანში რეიმონდის სამქულიანს იგივეთი უპასუხა. გიორგი ბარბაქაძეს  (რომელიც აშკარად საუკეთესო იყო მოედანზე, 24 ქულით) არ გაუმართლა ბოლო წუთზე, როდესაც კარგად აუარა გვერდი მეურვეებს და ეფექტურად ჩატენვა მოინდომა, ბურთი კი ფარმა აისხლიტა.

ბოლო წუთების გმირად დეუნტა ვონი უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც თავის შესვლებით გააწამა ქუთაისელი კალათბურთელები. მართალია, მთელი მატჩის განმავლობაში ამერიკელს ტყორცნები არ მისდიოდა, მაგრამ შესვლებს კარგად ასრულებდა და თავის მიერ მოგროვილი ქულების უმეტესობა სწორედ ამის წყალობით დააგროვა. ვონის გარჯამ შედეგი გამოიღო და შსს 64:58 დაწინაურდა.

ქუთაისური პუბლიკა კიდევ ერთხელ აღელდა, როდესაც 11 წამით ადრე მათიაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა. ბოლოს მასპინძლები არჩიბეკზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ორიდან ერთის ჩაგდება შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 61:65. ზედიზედ მესამე წელიწადია “ქუთაისი” ნახევარფინალურ ეტაპზე ეთიშება ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჯერადაც მოკლე სათადარიგო სკამი აღმოჩნდა რიონისპირელთათვის მთავარი პრობლემა.

ქუთათურები ზედიზედ მესამედ შეეცდებიან ბრინჯაოს მედლების მოპოვებას. ამჯერად მათი მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, საკალათბურთო კლუბი “არმია” იქნება.  

 

ქ. ქუთაისი ქუთაისი 61 - 65 შსს აკადემია 2013-05-12, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
ქუთაისი 18 11 18 14 61
შსს აკადემია 21 12 9 23 65
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 33:59 3 9 33.3 0 5 0 2 2 100 0 7 7 9 1 1 3 0 8
6 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 26:29 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 1 1 3 0 0 0
7 რევაზ დიდია 34:09 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 1 1 2 3 4 1 2 0 3
8 ლევან გრძელიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე 20:47 0 2 0 2 2 100 2 2 100 0 1 1 1 3 2 0 0 8
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი კილაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 09:51 0 2 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 2 0 0 0 0
14 ავთანდილ ლომინაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 გიორგი ბარბაქაძე * 38:45 3 6 50 5 10 50 3 5 60 1 1 2 1 3 0 3 0 24
21 ვიქტორ კოღუაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 რიჩარდ მათიაშვილი * 36:00 7 12 58.3 1 2 50 1 4 25 1 3 4 1 4 1 1 1 18
3 2 5 0 0 0 0 0 0
13 33 39.39 9 24 37.50 8 13 61.54 7 17 24 16 18 8 9 1 61
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 მიხეილ ჩიტაშვილი 02:40 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 2 2 2 0 0 0 0 0
5 დეონტა ვონი * 34:52 6 8 75 0 3 0 1 4 25 0 4 4 6 1 3 1 0 13
6 რევაზ როგავა 05:55 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 2 3 0 1 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 34:32 3 3 100 2 2 100 1 2 50 1 4 5 2 1 2 1 0 13
9 ილია ლონდარიძე 14:25 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 3 1 0 0 4
13 ჩად პრევიტი * 32:12 2 3 66.7 1 4 25 1 1 100 2 5 7 1 5 2 0 1 8
20 აკაკი ლომოური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ვასილის კუნასი 12:17 1 2 50 0 1 0 0 0 0 0 4 4 2 0 1 1 0 2
23 ზვიად ანთაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
41 კირკ არჩიბექი * 30:45 5 6 83.3 0 0 0 3 5 60 2 5 7 2 3 2 2 1 13
44 ბენჟამინ რეიმონდი * 32:22 3 7 42.9 1 3 33.3 3 4 75 1 3 4 2 3 1 1 1 12
1 2 3 0 0 0 2 0 0
22 32 68.75 4 14 28.57 9 18 50.00 8 30 38 17 18 17 6 4 65


 http://www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.113275