ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013-2014 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურმა ბევრი ვერაფერი გაარკვია. სატურნირო ცხრილის ზედა სამეულმა - „ატლეტიკომ“, „ბარსელონამ“ და „რეალმა“ წარუმატებელი მატჩები ჩაატარეს და ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე გაურკვეველი დატოვეს.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ „რეალი“ ჩემპიონი ვეღარ გახდება. ყველაფერს „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი გადაწყვეტს. კატალონიელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობთ, მადრიდელებს კი, ფრეც აკმაყოფილებთ.
დიეგო სიმეონეს დამოძღვრილი „ატლეტიკო“ 37-ე ტურში „მალაგას“ დაუხვდა და მარცხს გადაურჩა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 65-ე წუთზე, მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუა ძალზე წინ გამოვიდა, რითაც სამუმ იხეირა და ანდალუსიელები დააწინაურა. მასპინძლებს წონასწორობის აღსადგენად 10 წუთი დასჭირდათ - ტობი ალდერვეირელდის ზუსტმა დარტყმამ სიმეონეს გუნდს ქულა გადაურჩინა.
„ატლეტიკოს“ რომ მოეგო, „ბარსელონა“ ჩემპიონობის შანსს ნაადრევად დაკარგავდა. ხერარდო მარტინოს გუნდი „ელჩეს“ ეწვია და მხოლოდ ქულას დასჯერდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საქმის შედეგიან დარტყმამდე მიყვანა ვერაფრით მოახერხეს.
ლიდერთაგან ყველაზე უიღბლო მატჩი „რეალმა“ ჩაატარა, რომელიც ვიგოში ადგილობრივ „სელტასთან“ დამარცხდა. ვიგოელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა შარლესმა არცთუ ძლიერი შემადგენლობით მოთამაშე „სამეფო კლუბს“ თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანა და უქულოდ დატოვა. ამგვარად, კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა.
უხვგოლიანი მატჩი შედგა სევილიაში, სადაც სეგუნდა დივიზიონში გავარდნილმა „ბეტისმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო. ანდალუსიელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადამწყვეტი ბურთი გაიტანეს და 4:3 იმარჯვეს.
ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 34000
ბილბაო - სოსიედადი 1:1 (0:0)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა (დე მარკოსი 80), სან-ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი, სუსაეტა (ალბისუა 89), იტურასპე, რიკო, ერერა (ბენიატი 85), მუნიაინი, ტოკერო.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, დე ლა ბელია (პარდო 71), კ.მარტინესი, ი.მარტინესი, ჩორი კასტრო, ხაბი პრიეტო (გრიზმანი 76), სურუტუსა, ბერგარა, კანალესი (აგირეჩე 64), ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 1:0 მუნიაინი (50), 1:1 აგირეჩე (75)
გაფრთხილება: სან-ხოსე (12), ტოკერო (90), მუნიაინი (90) - ი.მარტინესი (26), სურუტუსა (90)
კარში დარტყმა: 12 (6) – 13 (5) ჯარიმა: 19 - 14 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 4 – 5
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 34000
ელჩე - ბარსელონა 0:0
ელჩე: ერერა, სისმა, ლომბანი, სუარესი, პელეგრინი, სანჩესი, მარკესი (რივერა 75), პერესი, ხილი (ბოაკე 79), როდრიგესი, კორომინასი (ჩავესი 89).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ბარსელონა: პინტო, ალვესი, ადრიანო, ბარტრა, მასკერანო, ფაბრეგასი (ჩავი 81), ინიესტა, ბუსკეტსი, მესი, სანჩესი, პედრო (ტელიო 68).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გაფრთხილება: პელეგრინი (28), სისმა (42), პერესი (64) - სანჩესი (50), მასკერანო (56), პედრო (62)
კარში დარტყმა: 6 (0) – 20 (6) ჯარიმა: 16 - 16 კუთხური: 2 - 11 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 6 – 0
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 28000
გრანადა - ალმერია 0:2 (0:1)
გრანადა: კარნეზისი, ანგულო, ნიომი (ფულკე 69), მურილიო, ილორი, იტურა (იგალო 59), ბრაიმი, რიკო, პიტი, რიკი (ბუონანოტე 69), ელ-არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსლერი, რაფიტა, ვეელსი, ტრუხილიო, კორონა, ვერსა (აზიზი 72), ვიდალი, ზონგი (როდრი 54), დიასი (მანე 83).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 0:1 ვერსა (19პ.), 0:2 ვიდალი (83პ.)
გაფრთხილება: რიკო (18), იტურა (25), ილორი (48) - ტორსილერი (45), რაფიტა (70)
გაძევება: მურილიო (82)
კარში დარტყმა: 16 (3) – 8 (3) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 3
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 22000
ესპანიოლი - ოსასუნა 1:1 (1:1)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი (კაპდევილია 88), ლოპესი, სიმაუ (გონსალესი 90), ტორჟე (კორდობა 65), სანჩესი, ლოპესი, გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ფლანიო, ლოლო (არმენტეროსი 59), ბერტრანი, არიბასი, სანხურხო, პუნიალი, ტორესი (ლობატო 83), რიერა, აკუნია (დე ლას კუევასი 75).
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: 1:0 კოლოტო (21), 1:1 აკუნია (44)
გაფრთხილება: ფლანიო (78)
კარში დარტყმა: 7 (2) – 9 (2) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 1 – 1
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 46000
ატლეტიკო - მალაგა 1:1 (0:0)
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, ალდერვეირელდი, ტიაგუ, გაბი, გარსია (სოსა 63), თურანი (დიეგო 70), კოკე (ადრიანი 57), ვილია.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანხელერი, ანტუნეში, ელიზეუ, დუდა, კამაჩო, დარდერი, ამრაბატი (პავლოვსკი 90), სანტა კრუსი (რესკალდანი 76), სამუ (ხუანმი 82).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
გოლი: 0:1 სამუ (65), 1:1 ალდერვეირელდი (74)
გაფრთხილება: თურანი (35), ტიაგუ (78), გაბი (87) - ველიგტონი (4), ანხელერი (43), ელიზეუ (51), დუდა (82)
გაძევება: ანხელერი (88)
კარში დარტყმა: 17 (5) – 10 (4) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 11 - 4 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 4
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 6500
ხეტაფე - სევილია 1:0 (0:0)
ხეტაფე: სეზარი, ვალერა, რუანო, ესკუდერო, ლოპესი, გავილანი (ლეონი 57), როდრიგესი, ლაფიტა, ლასენი, სარაბია (სამირი 65), მარიკა (კასტრო 78)
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
სევილია: ვარასი, ნავარო, ფასიო (პარეხა 54), ფიგეირაში (აკოსტა 75), დელგადო, ტროხოვსკი, მარინი (რეიესი 64), იბორა, სამპერიო, კოტანი, ფერნანდესი.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: 1:0 ესკუდერო (70)
გაფრთხილება: ესკუდერო (69), ლასენი (73), კასტრო (79) - ფასიო (12), ნავარო (20)
კარში დარტყმა: 14 (6) – 4 (1) ჯარიმა: 17 - 15 კუთხური: 7 - 0 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 41% - 59% სეივი: 1 – 5
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 33000
ბეტისი -ვალიადოლიდი 4:3 (1:1)
ბეტისი: ადანი (ლოპესი 84), პერკისი, ჩიკა (ხუანფრანი 70), პაულანი, სევილია, მატილია, რეიესი, კარლოსი (მაბვატი 70), როდრიგესი, კასტრო, მოლინა.
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე (პერესი 82), პენია, მიტროვიჩი, ბერგდიჩი, ალვარო, ლარსონი (ოსორიო 65), როსი, გერა, ხეფრენი (რუედა61).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 0:1 გერა (1), 1:1 პენია (6ს.კ.), 1:2 პენია (51), 2:2 მოლინა (54), 2:3 გერა (59პ.), 3:3 კასტრო (76), 4:3 ხუანფრანი (90)
გაფრთხილება: ადანი (56), მოლინა (58), პაულანი (65), მატილია (81) - ვალიენტე (48), მიტროვიჩი (90)
კარში დარტყმა: 20 (7) – 13 (8) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 5 – 3
ვიგო. „ბალაიდოსი“. 27000
სელტა - რეალი 2:0 (1:0)
სელტა: ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, კრონ-დელი, ფერნანდესი (ლოპესი 57), ორელიანა, რაფინია (მადინდა 71), ნოლიტო, შარლესი (ბერმეხო 66).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
რეალი: ლოპესი, რამოსი, არბელოა (კოენტრაუ 56), მარსელო, ნაჩო, ალონსო, მოდრიჩი, ხედირა (ილირამენდი 57), კაზემირო (ჟოზე 69), ისკო, მორატა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 1:0 შარლესი (43), 2:0 შარლესი (63)
გაფრთხილება: ორელიანა (17), კაბრალი (77) - ილიარამენდი (73), რამოსი (77)
კარში დარტყმა: 13 (6) – 18 (6) ჯარიმა: 13 - 6 კუთხური: 4 - 15 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 6 – 4